როგორ მოვხარშოთ ახალი კარტოფილი უნაკლოდ

ახალი კარტოფილის მოხარშვას თავისი წესები აქვს, რისი ცოდნა დიასახლისებსებსაც არ აწყენდათ.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ახალი კარტოფილის მოხარშვის უმარტივეს წესებს.

როგორ მზადდება ახალი კარტოფილი?

შერჩევა

სოფლის კარტოფილი დაბალ, დადებით ტემპერატურაზე კარგად ინახება. მას ზედაპირი ადგილ-ადგილ აშრევებული აქვს, ადვილადაც იფცქვნება და სასარგებლოა ორგნიზმისთვის.

თუმცა, შეიძლება გამყიდველმა „შემოგატყუოთ“ სხვანაირი კარტოფილი, რომელსაც მკრთალი ფერი და გლუვი ზედაპირი აქვს. ეს გამოწვეულია შენახვის  დაბალი ტემპერატურის გამო. ასეთი კარტოფილი ნაკლებ ვიტამინებს შეიცავს. მასში შედის – სოლანინი, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. მისი გაფცქვნაც რთულია.

ყიდვისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

1.არ შეიძინოთ გამწვანებული ბოლქვები

2.ნუ შეიძენთ დაზიანებული კანის და ლაქების მქონე კარტოფილს

3.საჭმელად უვარგისია კარტოფილი, რომელსაც ფრჩხილის დაჭერის დროს დიდი რაოდენობით სითხე გამოუვა.

4.ერთი ცალი გაშავებული კარტოფილი შეიძლება მოწმობდეს მთელი გროვის არასიჯანსაღეზე, ამითომ ნუ შეიძენთ ასეტს.

გაფცქვნის წესი

მოხარშვამდე აუცილებელია ახალი კარტოფილის გაფცქვნა. ამის გაკეთება შეგიძლიათ დანიტ, ან ჭურჭლის სუფთა ღრუბლით. გასუფთავებული კარტოფილი აუცილებლად ჩაყარეთ წყალში, რათა არ გაშავდეს.

შედარებით ძველი კარტოფილის მოხარშვა შეგიძლიათ კანიანად.

მოხარშვის წესი

მოხარშული ახალი კარტოფილი ქაშაყთან ერთად

მომზადების წესი

1.კარგად გასუფთავებულ ახალ  კარტოფილს დაასხით წყალი, ისე, რომ ფარავდეს.

2.დაადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ მარილი და კვლავ გააგრძელეთ ხარშვა საშუალო ცეცხლზე 15-20 წუთი. ამის შემდეგ შეამოწმეთ, მოიხარშა, თუ არა, გააციეთ და მიირთვით ქაშაყთან ერთად.

ახალი კარტოფილი კამით

მომზადების წესი

1.ახალი კარტოფილი მოხარშეთ ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ნახარში გადაღვარეთ, ჩაუმატეთ ცხიმი( ზეთი, კარაქი), დაჭყლეტილი ნიორი და კამა.

2.ჭურჭელს დააფარეთ ხუფინ და კარგად შეანჯღრიეთ. დატოვეთ 15 წთ. და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.

მჟავე რძესთან ერთად

მომზადების წესი

1.ახალი კარტოფილის მომზადების ეს წესი სტანდარტულისგან არ განსხვავდება. მას ძირითადად აღმოსავლეთში იყენებენ.

2.მარილიან წყალში მოხარშეთ ახალი კარტოფილი და სუფრასთან მიიტანეთ მჟავე რძესთან ერთად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ, ან, უბრალოდ მიატანოთ, გემოვნების მიხედვით.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის სასურველ  და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს მიაგენით. სტანდარტულში მცირე ცვლილებების შეტანას  სასიამოვნო შედეგის მოტანა შეუძლია. მოამზადეთ ამ რეცეპტით ახალი კარტოფილი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
როგორ მოვხარშოთ ახალი კარტოფილი უნაკლოდ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!