როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა

ზამთრის ცივ და ნოტიო ამინდებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ოთახებსა და აბაზანაში კედლებსა და ჭერზე ჩნდება ობი. ის არამარტო უსიამოვნო სანახავი, ასევე მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ობი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას-მიკოტოქსინს, რომელიც ძალიან მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და იწვევს სიმსივნეს.

იტვირთება...

ობმა შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული ან ზედაპირული სუნთქვა, ხუთვა, ცხვირის ლორწოვანი უბეების გასიება, თვალების წვა, ცრემლდენა, გაწითლება, მშრალი წყვეტილი ხველა, ყელის წვა, თავბრუს ხვევა, შაკიკი, გამონაყარი კანზე, ასთმა, ალერგიის ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია, ტუბერკულიოზი, კიბო. შედარებით იოლად ერევა ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ, ბავშვებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონეთ შინაგან ორგანოებზე შეიძლება მოედოთ. მას შეუძლია დააზიანოს ტვინი, ნერვული სისტემა, სახსრები და თქვენი იმუნური სისტემა.

იმისათვის, რომ მოსპოთ სახლიდან სოკო, ობი და მათი სპორები, გთავაზობთ ხალხურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მარტივ ხრიკს, რომლის მეშვეობითაც თავიდან აიცილებთ მათგან გამოწვეულ გართულებებს.

1. წყალბადის ზეჟანგი. ტენისა და ობის წინააღმდეგ ერთ–ერთი მარტივი და პირდაპირი გზაა 3%–ნი წყალბადის ზეჟანგის გამოყენება. ერთ სუფრის კოვზ ზეჟანგს შურიეთ ასევე კომბინაციის საკვები სოდა და თეთრი ძმარი. ნარევით კი გაწმინდეთ ობიანი ადგილები, ის წამში მოსპობს სოკოს და მის სპორებს.

2. ძმარი. ის კლავს 99% ბაქტერიას და 82% ობს, ასევე 80%–ით ასუფთავებს ვირუსებს. ½ ჭიქა გამოხდილი თეთრი ძმარი ჩაასხით საშხურებიან (პუველიზატორი) ბოთლში, შეასხურეთ ობიან ადგილებში და დააყოვნეთ 1 საათით. ჩამორეცხეთ წყლით და აცადეთ გაშრობა. შედეგი გაგაოცებთ. (ძმრის სუნის მოსაცილებლად გამოიყენეთ ლიმონი, ლიმონის წვენი)

3. სოდა. საკვები სოდის წყალთან ან სოდის ძმართან ხსნარი კარგად აცილებს ობს და ებრძვის სპორებს. მოასხით ნაზავი ობიან ადგილებში, შემდეგ კი უხეში ნოტიო ჩვრით გაწმინდეთ. შედეგი გაგაოცებთ.

4. ციტრუსის თესლის ექსტრაქტი.ციტრუსის თესლის ექსტრაქტი კარგად ებრძვის ობს და სპორებს, უნარჩუნებს ოთახს სასიამოვნო სუნს და სპობს ბაქტერიებს. 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ ციტრუსის თესლის ექსტრაქტის 20 წვეთი, მოასხურეთ ობიან ადგილებში, აცადეთ შეშრობა და გაწმინდეთ სუფთა, მშრალი ჩვრით. 

იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!