კივის გაზრდა ფანჯრის რაფაზე ნამდვილად შესაძლებელია

იტვირთება...

დღეს ყველამ იცის, რომ კივი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ეგზოტიკური და სასარგებლო ხილია, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება სუპერმარკეტებში და ბოსტნეულის მაღაზიებში. მაგრამ, ის კი არ იცის ყველამ, რომ კივის მოყვანა სახლის პირობებში ძალიან მარტივი საქმეა.

Киви. Экзотика на подоконнике.jpg

ამ სტატიში მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გაახაროთ კივი საკუთარ სახლში ძალიან მარტივად და ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
უპირველეს ყოვლისა, შეიძინეთ კივი და გამოაცალეთ თესლები. შეარჩიეთ ყველაზე მწიფე ნაყოფი, რომელსაც არ აღენიშნება არანაირი გარეგნული დაზიანება არ დარბილება.

სახლში მისვლისას, გულდასმით გარეცხეთ ნაყოფი, გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, ფრთხილად დასრისეთ ხილის რბილობი ხელით, რის შემდეგადაც მიღებული მასა თბილი წყლით სავსე ჭიქაში უნდა მოათავსოთ. ჭიქა მზის ქვეშ დადგით, ან გამათბობლის სიახლოვეს. ცოტახანში შეამჩნევთ, რომ მცენარის თესლები წყლიანი ჭიქის ზედაპირზე ამოტივტივდებიან. 

მოგვიანებით, ხილის რბილობი რამოდენიმეჯერ გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ. ეს პროცესი არასასურველ ბაქტერიებს გამოდევნის. შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილი საწური, რათა კივის თესლები წყალს არ გაყვეს რეცხვის დროს.

შემდეგ კი, კივის თესლები (დაახლ. 20 ცალი) შეაგროვეთ და ხელსახოცზე გაშალეთ. დააცდეთ 3-4 საათი, რათა გაშრობა მოასწრონ.

Очищаем семена киви от мякоти.jpg

გაშრობის შემდეგ თესლები ფრთხილად გაახვიეთ მარლაში, ან ბინტში, დადეთ თეფშზე და ცოტა წყალი დაასხით. ქსოვილი ადვილად შეიწოვს სინესტეს. გაითვალისწინეთ, წყალი თეფშის კიდეებს არ უნდა სწვდებოდეს და არც უნდა თეფშიდან იღვრებოდეს!

ამის შემდეგ, თეფშს გადააფარეთ გამჭვირვალე პოლიეთილინის პარკი და დადგით თბილ ადგილას (სასურველია მზის ქვეშ). ცელოფნის პარკი ერთგვარ სათბურის ეფექტს შეუმნის მცენარეს, თუმცა მისი გადახდა ღამით უმჯობესია. ღამით სისველე მთლიანად ამოიწურება, ასე რომ, სასურველია დილით ცოტა თბილი წყალი ისევ დაასხათ თეფშზე. ერთ კვირაში (მაქსიმუმ 10 დღეში) თესლი დაღივდება.

თუ თესლების დაღივების პროცესი გაჭიანურდა, თეფშზე არსებული წყალი გადაღვარეთ და ახალი წყალი დაასხით, რათა წყლის ხრწნის პროცესმა მცენარე არ დააზიანოს და არ დაალპოს.

Выращиваем киви на подоконнике.jpg

მას შემდეგ, რაც თესლი დაღივდება, მოამზადეთ ჩვეულებრივი მცენარის ქოთანი, რომლის ფსკერზეც ცოტა დაფხვნილი თიხა უნდა მოაბნიოთ. ამგვარად მცენარე წყლის სიჭარბით არ გაფუჭდება და თიხა ერთგვარ წყლაგამტარ საფარს შექმნის.

ამის შემდეგ ვიწყებთ ნიადაგის მომზადებას. თუ ხელი მიგიწვდებათ, გამოიყენეთ სპეციალურად ტროპიკული მცენარეებისთვის განკუთვნილი მიწა. ქოთანში მოთავსებამდე, მიწა თბილ წყალში ჩაყარეთ და 2 საათი გააჩერეთ. თუ ტროპიკული მცენარეების ნიადაგი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ყავისფერი მიწა (ტორფი), შავი მიწა და ქვიშა. ქოთანში მოთავსებამდე მიწა ცოტა დანამეთ წყლით.

ქოთანში გადარგვამდე, ქოთანში ჩაყრილ მიწაში გააკეთეთ ერთი სმ-ის სიღრმის ხვრელები, თითოეულ ხვრელში კი 2-3 მარცალი დაღივებული კივი მოათავსეთ, შემდეგ კი ფრთხილად მიაყარეთ მიწა, ცოტა თბილი წყალი დაასხით და ქოთანს კვლავ გამჭვირვალე ცელოფნის თხელი პარკი გადააკარით. 

Выращиваем киви на утепленном балконе.jpg

ქოთანი მზით განათებულ ადგილას მოათავსეთ. რადგანაც თესლი უკვე გაღივებული იყო, მიწიდან მცენარებ მე-3 დღეს უკვე უნდა ამოყოს თავი, თუ ეს მე-3 დღეს არ მოხდა, მაქსიმუმ მე-6 დღემდე აუცილებლად მოხდება.

იტვირთება...

ამოყოფს თუ არა მცენარე ნიადაგიდან თავს, დააკვირდით და ყველა არაჯანსაღი ღივი ამოაძრეთ, რათა სხვებიც არ დაავადოს. მცენარის ამგვარი გამოხშირვა აუცილებელია, რაც უფრო გაიზრდებაინ, მით უფრო შეამჩნევთ რომელია ძლიერი და იმედის მომცემი ღივი და რომელი არა, სუსტი ყოველთვის მოაშორეთ და ამოგლიჯეთ ძირიანად.

რადგანაც კივი სწრაფად იზრდება და ვიტარდება, უმჯობესია, რომ ცოტა ადროვოთ და გამოხშირვის პროცესი მერე განახორციელოთ, რათა ამით ჯანსაღი ღივები არ დააზიანოთ. ამის გაკეთება მაკრატლის დახმარებითაც შეგიძლიათ. 

მიაღწევენ თუ არა 10 სანტიმეტრს, თითოეული ღივი ცალკე ქოთანში უნდა გადარგოთ, სხვა შემთხვევაში ზრდის პროცესი ნელი იქნება.

Выращивание киви в домашних условиях.jpg

პირველ ნაყოფს მცენარის დარგვიდან მე-3, მე-4 წელს მიიღებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ კივი მზისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ასე რომ მნიშვნელოვანია მისთვის ყველაზე თბილი და განათებული ადგილი გამოყოთ. კივის გაზრდა შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე (სასურველია ოთახის აღმოსავლეთით მდებარე ფანჯარა), ან ბალკონზე, ან აივანზე. მთავარი პირობაა, რომ ქარი არ უბერდავდეს და არ სველდებოდეს. 

თუ მზის სინათლე საკმარისი არაა, გამოიყენეთ ხელოვნური განათება. 

Как вырастить киви в городской квартире.jpg

საკვები ნივთიერების საკმარისად მიწოდების მიზნით, სასურველია, რომ წელიწადში ერთხელ კივის ნიადაგი კომპოსტით გააპატივოთ (პატარა ორმოებში, მცენარის გარშემო). უწყვედი მორწყვით, საჭირო საკვები ნივთიერების მიწოდებით და ზრუნვით, თქვენი კივი ნამდვილად გაიხარებს.

არ დაგავიწტდეთ, დროდადრო მცენარის ფოთლები მავნე მწერებისა და პარაზიტებისგან გაწმინდოთ. 

მორწყვა: არ მისცეთ ჭარბი წყლის რაოდენობა, თუმცა, არც დააკლოთ. აქტიური ვეგეტაციური პერიოდის დროს, გაზაფხულსა და ზაფხულში, კივი რეგულარულად კვირაში ორჯერ უნდა მორწყოთ. ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში კი – ყოველდღე მცირე დოზით.

რადგანაც ზამთარში კივის განვითარება ნელდება, სასურველია მორწყვის მეთოდი შეცვალოთ (საკმარისია თვეში ორჯერ-სამჯერ მორწყვა). ნებისმიერ შემთხვევაში, ნიადაგს გამოშრობამდე ნუ მიიყვანთ!

Как посадить и вырастить киви в квартире.jpg

სათანადო მზრუნველობით და აპტრონობით, თქვენი მოსავალი მართლაც გასაოცარი იქნება, ჯანმრთელი და უგემრიელეი პროდუქტი, რომელიც თქვენი ხელით მოყვანილი იქნება, ყველას გაოცებულს დატოვებს!

არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება და კიდევ, აუცილებლად გაბედეთ, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ საკუთარი კივი საკუთარი ოთახის ფანჯარაზე!

დაეხმარეთ საიტს, რომ განაგრძოს არსებობა – გააზიარეთ ეს სტატია. თითოეული გაზიარება საიტის არსებობის გაგრძელების ტოლფასია.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
კივის გაზრდა ფანჯრის რაფაზე ნამდვილად შესაძლებელია
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!