თმის ლამინირება სახლის პირობებში

image

თმის ლამინირება და კერატინის პროცედურები ერთერთი ყველაზე მოთხოვნადია სილამაზის სალონებში<თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არაა. გთავაზობთ რეცეპტს, რომლითაც სახლში შეძლებთ თმის ლამინირებას და ეფექტს 2 კვირით შეინარჩუნებთ.

დაგჭირდებათ:

  • ქოქოსის რძე-100მლ
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1, 5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება:

შეურიეთ ლიმონის წვენი და სახამებელი, კარგად გახსენით.

დადგით დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ ქოქოსის რძე და ზეთი. კარგად გააცხელეთ, მაგრამ დუღილამდე არ მიიყვანოთ.მასა უნდა გასქელდეს.

წაისვით სუფთა და ნოტიო თმებზე. შეიხვიეთ პირსახოცით და 45 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ უსულფატო შამპუნით.

ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. თმა აბრეშუმივით რბილი, მბზინვარე და დამყოლი ხდება.

იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

თმის ლამინირება სახლის პირობებში
×
დააჭირე «მომწონს», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე