ნედლი კაკალი, რომელიც სასწაულებს ახდენს და თქვენს სახსრებს ელასტიურობას უბრუნებს

იტვირთება...

მარილები ჩვენს ორგანიზმში მუდმივად გროვდება, განსაკუთრებით, ძვალ-სახსროვან სისტემაში. სახსრებში მარილების არსებობა ახალგაზრდა ასაკშიც წარმოადგენს პრობლემას. ამის მიზეზი კი არის არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი და გენეტიკური ფაქტორი. მარილები, ფაქტობრივად, შეუმჩნევლად ლაგდება და რაც მალე მიხედავთ, მით უფრო სწრაფად მოაგვარებთ ამ პრობლემას.

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტს, რომელიც უსწრაფესად მოგცემთ სასწაულ შედეგს.

ლიმონიანი ოხრახუში

ინგრედიენტები: ლიმონი, ოხრახუში და თაფლი.

. 150 გრ. ოხრახუშის ფოთლები

. 250 გრ.ოხრახუშის ძირები

. 300 გრ. თბილი, თხევადი თაფლი

. 200 გრ.ლიმონი

მომზადება:

1.დააბლენდერეთ ოხრახუშის ფესვები ლიმონთან ერთად

2.წინასწარ დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები დაამატეთ ნარევს და შემდეგ თაფლიც დაუმატეთ.

3.აურიეთ ეს ნარევი კარგად

გამოყენების წესი

იტვირთება...

სანამ დაიწყებთ მკურნალობას, მანამდე უკეთესი იქნება, თუ ჩაიტარებთ თირკმელების ულტრაბგერით გამოკვლევას. კენჭების არსებობის შემთხვევაში არ გირჩევთ ამ საშუალების გამოყენებას. თუნ არ აღმოგაჩნდებათ ეს პრობლემა, ამ შემთხვევაში მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

კაკლის წენგო

ინგრედიენტები

. 2, 5 ლ. წყალი

. 40 ცალი მწვანე კაკალი

მომზადება:

1.კაკალს მოაცალეთ მწვანე გარსი და მოათავსეთ ქვაბში.

2.წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3.ნახევარი საათი ადუღეთ, გააციეთ და ერთი დღე-ღამე ბნელ ადგილას გააჩერეთ.

გამოყენების წესი

ეს ნაყენი მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით, შუადღით და საღამოს. ერთ კვირაში ნარევს დაასრულებთ. ერთი კვირა შეისვენეთ და ერთი კვირის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსი მოიცავს 5 კვირას. ისევ შეისვენეთ ერთი თვე და მერე ისევ გააგრძელეთ მკურნალობის პროცესი. თუ კაკალს ნრაციონში ყოველდღე მიიღებთ, მკურნალობას საუკეთესო ეფექტი ექნება.

ვისაც სისხლში იოდის მაღალი სემცველობა აქვს, ეს ნაყენი მათთვის უკუნაჩვენებია. შეგიძლიათ იოდის დონე მარტივად შეიმოწმოთ: გაიკეთეთ იოდის ბადე, დაყოვნეთ 8 საათის მანძილზე და ამ დროის გასვლის შემდეგ თუ ისევ სხეულზე დარჩა, ე. ი. ეს მკურნალობა თქვენთვის დაუშვებელია.

გამოიყენეთ ეს სტატია საჭიროების შემთხვევაში და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
ნედლი კაკალი, რომელიც სასწაულებს ახდენს და თქვენს სახსრებს ელასტიურობას უბრუნებს
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!