მკერდის კიბოს პროფილაქტიკა. 10 ფაქტი,რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობენ ფაქტორები, რომელთა მეშვეობითაც კიბოს პროფილაქტიკას მოახდენთ.

image

1. ჯანსაღი კვება. მიირთვით კომბოსტო, ბროკოლი, ყველანაირი კენკრა, პომიდორი, ნიგოზი, ნიორი, ლობიო, სტაფილო, გარგარი, გოგრა.

2.მიირთვით ისპანახი! იმ ქალებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ისპანახს, მნიშვნელოვნად მცირდება მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.

იტვირთება...

3.არ დაგავიწყდეთ არაქისი! დღეში 15 გრ. არაქისი და მნიშვნელოვნად იკლებს მძიმე დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის კიბოსი და დიაბეტის.

4.არ თქვათ უარი ხორცზე. გავრცელებული აზრი, რომ ხორცის მიღება კიბოს განვითარებას იწვევს, ბევრჯერ გაბათილდა სხვადასხვა კვლევებით. მიირთვით ხორცი, მაგრამ რათქმაუნდა ნორმის ფარგლებში.

5.ფრთხილად ალკოჰოლთან! ალკოჰოლის რეგულარული მიღება ქალებში 7%-ით ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

6.აკონტროლეთ წონა! განსაკუთრებით მენოპაუზის დროს. გაატარეთ სპორტდარბაზში არანაკლებ 7 სთ-ისა კვირაში.

7.ღამით ჭამა საზიანოა არამარტო ფიგურისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. ივახშმეთ ადრე და დილამდე უარი თქვით საკვებზე. ეს ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლის დიაბეტის და კიბოს განვითარებას.

8.აუცილებლად იძინეთ ღამით. დამტკიცებულია, რომ ის ქალები, რომლებიც ღამით მუშაობენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკის ჯგუფში არიან.

9.იმოძრავეთ! ცხოვრების მჯდომარე წესი კიბოს განვითარების რისკს 10%-ით ზრდის.

10.რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევა! დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად!

იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დატოვეთ თქვენი კომენტარი:
მკერდის კიბოს პროფილაქტიკა. 10 ფაქტი,რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!