4 მარტივი ხერხი, რომლებიც სარეცხი მანქანას დაზიანებისგან იცავს

ამ სტატიაშიწ არმოგიდგენთ 4 მარტივ ხრიკს, რომლებიც სარეცხი მანქანის გამართულ ფუნქციონირებასა და სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

დღევანდელ ცხოვრებაში სარეცხი მანქანა ყოველდღიურობის განუყრელი ატრიბუტია. თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ სარეცხი მანქანა ფუფუნების საგნად იყო მიჩნეული და ბევრი დიასახლისი მის შეძენაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი შეიცვალა. დღეს თითქმის ყველა ოჯახს შესწევს ძალა, სარეცხი მანქანა შეიძინოს. ბაზარზეც საკმაოდ დიდი არჩევანია.

სარეცხი მანქანის შეძენა პატარა ფინანსებთად არ არის დაკავშირებული და მისი მოვლაც არ არის მარტივი საქმე. წარმოგიდგენთ 4 მარტივ რჩევას, რომლებიც ამ მოწყობილობის გამართულ მუშაობაში დაგეხმარებათ.

#1.  გულდასმით გაწმინდეთ სარეცხი მანქანის კარზე დამაგრებული სილიკონი (რეზინი), აქ ყველაზე მეტი ჭუჭყი და ბაქტერია რივდება. დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი სოკოს და ობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ საშიშია.

ამ ადგილის გაწმენდა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და გლიცერინით შეგიძლიათ. არ გამოიყენოთ ქლორის შემცველი საშუალებები.

#2.  სარეცხის გარეცხვის შემდეგ კარი ყოველთვის ღია დატოვეთ. ამით ობის გაჩენისგან დააზღვევთ თქვენს სარეცხ მანქანას.

#3.  ფხვნილის ჩასაყრელი ჭურჭელი დროდადრო უნდა გამოაძროთ და კარგად გაწმინდოთ, გამშრალების შემდეგ კი უკან დააბრუნოთ.

წყლის მიერ დატოვებულ ნალექს კარგად უმკლავდება საჭმელი სოდა და ძმარი, უბრალოდ დაასველეთ ნაჭერი და კარგად გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები.

#4

ბარაბანის გაწმენდაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამისათვის ყველაზე კარგი გზა არსებობს: ფხვნილის ჩასაყრელ ადგილას ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი, მანქანა დააყენეთ ყველზე ძლიერი რეცხვის რეჟიმზე (ბამბის ქსოვილების რეჟიმზე) და ჩართეთ.

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენი სარეცხი მანქანა მრავალი წლის განმავლობაში საათივით იმუშავებს!

დააჭირეთ გაზიარების ღილაკს და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებსაც

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
4 მარტივი ხერხი, რომლებიც სარეცხი მანქანას დაზიანებისგან იცავს
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!