კოჟრები და ხორცმეტები სამუდამოდ გაქრება ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ

კოჟრების წარმოქმნის სათავე, როგორც წესი, ცუდად შერჩეული ფეხსაცმელია. მათი მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისე ადვილია. ზოგადად, ფეხსაცმელი უნდა იყოს მოსახერხებელი და რაც შეიძლება ფართო, რათა კოჟრების/მაზოლების წარმოქმნა თავიდან მარტივად ავირიდოთ.

კოჟრები და ხორცმეტები სამუდამოდ გაქრება ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ

კოჟრი – კანზე არსებული რქოვანი გარსის შესქელებაა, რომელიც ზედმეტი ხახუნისა და ზეწოლისაგან ვითარდება. კოჟრების საყვარელი ადგილი ხელები და ფეხებია, სადაც მათი ფევები საკმაოდ ღრმად იზრდება და შესაბამისად, მოშორება საკმაოდ რთულია. იმიათვის, რომ კოჟრებს თავი დააღწიოთ, ყოველ საღამოს ფეხები 10 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში ჩააწყვეთ, შემდეგ ცივი წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ და სუფთა წინდები ჩაიცვით. ამასთან, ხალხური მედიცინა კოჟრების მოცილების მიზნით, საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანებსაც გვთავაზობს. აღნიშNული პროცედურა კანს დაარბილებს, შემდეგ კი აი, ასე უნდა მოიქცეთ:

რეცეპტები:

  1. შეურიეთ ქრისტესისხლას ბალახი და ვაზელინი ან უმარილო ღორის ქონი 1 :4 პროპორციით. მალამო მალე რომ არ გაფუჭდეს დაუმატეთ ცოტა კარბოლის მჟავა.
  2. 10 წუთიანი ფეხების აბაზანის შემდეგ, კოჟრზე გაჭრილი ლეღვი დაიდეთ შიდა მხრიდან. პროცედურა ერთი კვირის მანძილზე, ყოველდღე შეგიძლიათ ჩიატაროთ. აგრეთვე, ლეღვის ნახარშის წასმაც შეგიძლიათ იმ ადგილებზე, სადაც კოჟრები გაწუხებთ.
  3. კოჟრის ან ხორცმეტის მოსაშორებლად ბაბუაწვერას რძესაც ისვამენ.
  4. გათალეთ კარტოფილი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა მარლაზე, კარტოფილის სისქე საფენზე არ უნდა იყოს 1სმ-ზე ნაკლები სისქის. მარლა კარგად დაიფიქსირეთ მტკივან ადგილზე. პროცედურა დღეში რამდენჯერმე ჩაიტარეთ, ტკივილის გაქრობამდე.
  5. კოჟრის მოსაშორებლად ქილაში ჩაყარეთ ხახვის ნაფცქვენი, დაასხით სუფრის ძმარი იმ რაოდენობით, რომ ნაფცქვენი კარგად დაიფაროს. ქილას თავზე დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი, შემოაკარით ძაფი, გააჩერეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს, ამოიღეთ ნაფცქვენი, ძმარი ჩამოწკრიტეთ, კოჟრის ირგვლივ ჯანსაღ კანს წაუსვით ვაზელინი და დააფინეთ ხახვის ნაფრცქვენი 2 – 3 მმ სისქეზე. კარგად გადაახვიეთ და მტელი დღე გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლის აბაზანა გაიკეთეთ ფეხებზე. კოჟრი კი ძალის გამოყენების გარეშე ააფხიკეთ. თუ ის ზომით დიდია პროცედურის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე, მის მთლიან მოშორებამდე დაგჭირდეთ.
  6. ფისი საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად, ეფექტი 3-5 დღე- ღამეში დგება. კარგად წაისვით ფიზი კოჟრებზე და წებოვანი ლენტი გადაიკარით. გააჩერეთ 24 საათით.
იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დატოვეთ თქვენი კომენტარი:
კოჟრები და ხორცმეტები სამუდამოდ გაქრება ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!