ფისის საპონი: ოფლი, რძიანა, მუწუკები და თმის ცვენა სამუდამოდ დაგავიწყდებათ

ფისის საპონს ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. მისი შემადგენლობა 100%-ით ნატურალურია: არ შეიცავს საღებავებსა და კონსერვანტებს. იგი საკმაოდ დიდი ხანია, რაც კოსმეტოლოგიის მიმართულებით ქტიურად გამოიყენება.

ფისი არყის ხის მერქნისგან მიიღება და იგი საუკეთესო ნატურალურ ნივთიერებას წარმოადგენს. არყის ხის ფისი სქელ, ზეთოვან ნივთიერებას წარმოადგენს, მას არ გააჩნია მკვეთრი სუნი, ამიტომაც მისგან დამზადებული საპონი ხშირად ცისფერ-მწვანე შეფერილობისაა.

ფისის საპნის დადებითი თვისებები

1. სახის კანისთვის

დაიღალეთ სახეზე არსებული ჩირქოვანი გამონაყარით? აუცილებლად გადადით ფისის საპონზე! მას შესანიშნავი რეგენერაციული თვისებები გააჩნია – აღადგენს და კვებავს სახის კანს, არ წივევს უკურეაქციას, ამიტომ, მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა!

2. ქერტლის საწინააღმდეგო

ფისის საპონი თავის ქალაზე არსებული მცირე ზომის ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს და ეფექტურად მოქმედებს ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლაშო. მასში შემავალი უნიკალური ბუნებრივი კომპონენტების წყალობით, იგი შედეგიან პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს თმის ცვენის წინააღმდეგ.

საპნის გამოყენების წინ თმა დაისველეთ, შეიზილეთ თმის ძირებში და თმის ზრდის მიმრთულებით ააქაფეთ. საპონი თმაზე 2 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, ბოლოს კი ჩამოიბანეთ. საპნის გამოყენების შემდეგ სასურველია თმის მკვებავის გამოყენება. კურსი 2 კვირის განმავლობაში გრძელდება, 14 დღის შემდეგ ქერტლის კვალიც აღარსად იქნება!

3. კანის დაავადებები

დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა და კანის სხვა დაავადებები ფისი საპნის გამოყენების შედეგად დაძლევადია. იგი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს და უჯრედულ დონეზე სწრაფ აღდგენას განაპირობებს. მისი გამოყენების შედეგად უმჯობესდება კანისთვის სისხლის მიწოდება.

4. ინტიმური ჰიგიენა

ფისის საპონი დაგიცავთ ინფექციებისგან, ვირუსებისგან, სოკოებისგან და რძიანასგან.

5. ჭრილობების დამუშავება

ფისის საპონი 10% ფისს, ხოლო 90% ჩვეულებრივ საპონს შეიცავს. მასში შემავალი ტუტეები, ფენოლი და მრავალი სხვა ბუნებრივი ინგრედიენტი ბქტერიებს ადვილად სპობს, შესაბამისად, ფისის საპონს ჭრილობების, გამონაყარის და კანის სხვადასხვა დაზიანებების დროს საკმაოდ აქტიურად იყენებენ.

6. დაცვა ოფლისგან

ზაფხულში ფისის საპნის გამოყენებით ფეხებისა და იღლიების დამუშავება დეოდორანტზე უკეთეს შედეგს იძლევა ოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი არა მხოლოდ სპობს უსიამოვნო სუნს, არამედ ამცირებს ოფლის გამოყოფასაც.

7. პარაზიტებთან ბრძოლა

ფისის საპონი ეფექტურად მოქმედებს ტილების წინააღმდეგ. მას ბავშვების მკურნალობის დროსაც ხშირად იყენებენ. რადგანაც პროდუქტი ნატურალურია, სრული შედეგის მისაღწევად შედარებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა ქიმიურ საშუალებებს.

8. ფეხის სოკოს წინააღმდეგ

ფრჩხილის სოკოსგან დასაძლევად და პროფილაქტიკისთვის ხშირად დაიბანეთ ფეხები ამ გამოცდილი საშუალებით. პერიოდულად გაიკეთეთ სამკურნალო ნიღაბი: საპნის ქაფი 5-15 წუთით დაზიანებულ ადგილზე გაიჩერეთ.

ფისის საპნის ერთადერთი ნაკლი მისი სუნია. სხეულიდან საპნის სუნი მარტივად ქრება, ხოლო თმიდან სუნის მოცილება მარტივი არ არის. სუნის შემცირება შესაძლებელია ძმრიანი წყლით, ან ლიმონიანი წყლით, რომელსაც დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლებთ.

ფისის საპნის გამოყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის შეიძლება. დეტალებზე კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.

არყის ხის ფისის საპონი პოპულარულია მისი შედეგიანობის, ნატურალურობისა და ხელმისაწვდომობის გამო. აღნიშნულ საშუალებას იყენებენ კოსმეტოლოგიური, ჰიგიენური და გამაჯანსაღებელი ეფექტისთვის. სინჯეთ თქვენც და მოუყევით სხვებსაც მის შესახებ!

თუ მოგეწონათ აღნიშნული სტატია, დააჭირეთ გაზიარების ღილაკს, ამით თქვენ საიტს არსებობის გაგრძელებაში დაეხმარებით!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ფისის საპონი: ოფლი, რძიანა, მუწუკები და თმის ცვენა სამუდამოდ დაგავიწყდებათ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!