რჩევები თვალის სიმშრალის მოსაშორებლად.

იტვირთება...

თვალის სინდრომი ტიპიური დარღვევაა იმ ადამიანებში, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. ასევე, ეს შეიძლბა დიაბეტის ნიშანი იყოს.

თუ სამსახურში ხანგრძლივად გიწევთ კომპიუტერთან მუშაობა,  ამან შეიძლება გამოიწვიოს 5AC მუცინის კონცენტრაციის შემცირება, რასაც ახლავს უსიამოვნო სიმპტომები.

ეკრანზე ყურადღების კონცენტრაციის გამო თვალის დახამხამების სიხშირე წუთში 3-4-ჯერ მცირდება. ლორწოვანი ფირის შენარჩუნებისთვის მინიმუმ 10-12-ჯერ უნდა დაახამხამოთ თვალი ერთ წუთში. თვალის ტენის ამოწურვის და იშვიათი დახამხამების გამო ვითარდება დაღლილობა, გაღიზიანება და თვალის სიწითლე.

მშრალი თვალის სინდრომის მოშორება

ამერიკაში ცნობილი ექიმი – ოპტომეტრისი მარკ გროსმანი მარტივ რჩევებს იძლევა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

1.დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი

ყოველდღიურად მიიღეთ რამდენიმე ჭიქა წყალი, რადგან ის ცრემლის წარმოქმნას უწყობს ხელს და თვალის სიმშრალეს ამცირებს.

2.შეამცირეთ  შაქრის დოზა

ყურადღება მიაქციეთ შაქრის გამოყენების დოზას დღეში. 11 ჩაის კოვზი შაქრის მოხმარება იწვევს მშრალი თვალის სინდრომს. ამ დროს თვალის ზედაპირი ნაკლებადაა დატენიანებული და ცრემლსაც ნაკლებად აწარმოებს. შედეგად თვალიმ წითლდება და მხედველობაც ბინდდება. ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოკიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატებამ. დიაბეტით დაავადებულ ადამიანების 50 %-ზე მეტს მშრალი თვალის სინდრომი აქვთ.

3. ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული, მწვანილი და ხილი

ხილი,  ბოსტნეული ღია ფერის  ქერქით და ფოთლოვანი მწვანე  ბოსტნეული, ისეთი ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს, როგორიცაა, ლუთეინი, ასტაკსანთინი და  ზეაქსანტინი. ისინი აუმჯობესებენ თვალის მუშაობის ხარისხს და მდგომარეობას.

იტვირთება...

4. ომეგა 3- მიირთვით ცხიმოვანი მჟავა.

კვლევების თანახმად ომეგა 3-ის დიდი რაოდენობით მოხმარება ამცირებს მშრალი თვალის სინდრომს, აუმჯობესებს ცრემლის წარმოებას და ანთები პროცესს აფერხებს. ხშირად უნდა მიიღოთ თევზი, სელის ზეთი და თესლი, ასევე- ავოკადო.

5. მეთოდი-„მოუჭირეთ და გაუშვით“

ტელეფონზე დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც დღეში რამდენჯერმე შეგახსენებთ ვარჯიშის „მოუჭირეთ და გაუშვით“ შესრულებას:

. დახუჭულ მდგომარეობაში თვალები ძალიან მაგრად  მოუჭირეთ.

. თვალები მოადუნეთ, ქუთუთოები კი დახუჭეთ.

. გაახილეთვ თვალები

. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 5-ჯერ დღეში

6. თბილი კომპრესი დღეში 2-ჯერ.

თვალებზე გაიკეთეთ თბილი კომპრესი სველი სალფეთქის გამოყენებით. ასე ქუთუთოებში გახსნით ცხიმოვან ჯირკვლებს, რაც თვალების ბუნებრივი საპოხი მასალაა. შემცირდება ცრემლის აორთქლება და სიმშრალით  გამოწვეულ დისკომფორტს  შეამსუბუქებს(კონტაქტური ლინზის გამოყენება და ეკრანთან დიდხანს დროის გატარება)

დღეში 2-3-ჯერ, 10 წთ-ით თბილი კომპრესის თვალებზე გამოყენება სასურველ შედეგს მოგცემთ, თუ თვალის სიმსრალე გაწუხებთ. არსებობს მეორე ვარიანტიც: შხაპის მიღების დროს თვალის ქუთუთოები ნაზად დაიმასაჟეთ, ასე  შეძლებთ ცრემლის ჯირკვლების სტიმულირებას.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
რჩევები თვალის სიმშრალის მოსაშორებლად.
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!