ძლიერი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლის გამომწვევი მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას

იტვირთება...

ალბათ, არაა გასაკვირინ ის ფაქტი, რომ ოფლიანობა აწუხებს ადამიანების 80%-ს მაინც. ძლიერი სუნიანინ ოფლის მოვლენას „ბრომიდოზი“ ჰქვია. გამომწვევი მიზეზის პოვნა კი ხშირად შეუძლებელია.

ოფლიანობა არის ადამიანის სხეულის ბუნებრივი პროცესი, რომელიც მას მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, მაგრამ ზოგჯერ ოფლი სუნიანია და ჭარბი რაოდენობოთ გამოიყოფა, რაც ნამდვილად შემაწუხებელია. ექიმ-დერმატოლოგის, უგრიმოვას თქმით, უსიამოვნო ოფლი და მისი სიჭარბე, უბრალოდ, ორგანიზმის განსაკუთრებულობაა და არა მისი პათოლოგია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

დერმატოლოგი ასევე ადასტურებს, რომ თუ ადამიანი მოზარდია, ან 25 წელს ზემოთაა და ხშირად ოფლიანდება, ეს მისი ფიზიკური მონაცემებია.

ოფლს ცუდ სუნს აძლევს ამიაკის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ოფლსადენ მიდამოში წარმოიქმნება. მისი გაჩენა კი განპირობებულია კანზე  მდებარე ბატერიების მოქმედების შედეგად.

ადამიანებს, რომელთაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ, მიდრეკილება აქვთ ბრომიდროზისკენ, რადგან მათზე სუნიანი ნივთიერებების წარმომქმნელი ბევრი ბაქტერია ხვდება.

თუმცა, ზოგჯერ ოფლის ძლიერი სუნი დაკავშირებულია არა მის ოდენობასთან, არამედ იმასთან, რომ სხეულს აქვს აპოკრინული საოფლე ჯირკვლები, რომლებიც სითხის ნაცვლად ცხიმს გამოყობენ.

იტვირთება...

აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რომელ ასაკში წარმოიქმნება ძალიან ძლიერი ოფლი. სავარაუდოდ, 25 წლის შემდეგ, მიზეზი, შეიძლება იყოს რაიმე დაავადება. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა დროს ვლინდება ოფლის ჭარბი რაოდენობა – დღისით თუ ღამით და თან ახლავს თუ არა თავბრუსხვევა და დამატებით წონაში კლება.

ექსპერტის რჩევით, აუცილებელია ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ მიზეზებში დროულად გაერკვიოთ, რადგან მისი წარმოქმნის მიზეზები უამრავია – მენოპაუზიდან დაწყებული ტუბერკულიოზით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და თავად არ ებრძოლოთ ამ სიმპტომებს.

უსიამოვნო სუნის ოფლი, შეიძლება, რაიმე დაავადების ნიშანი იყოს, თუ ის მთელ სხეულზე ვლინდება და არა მხოლოდ ფეხებსა და იღლიებში. ხშირად, ასეთ სუნს კვების რაციონიც განაპირობებს, მაგალითად: ხახვი, ნიორი, ალკოჰოლი.

მედიკამენტების მიღებამაც შეიზლება გავლენა მოახდინოს ოფლიანობაზე.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი პრობლემის დროს სიტუაციას აუმჯობესებს ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია სხეულის პრობლემური ადგილების ხშირი დაბანა, მათგან თმის მოშორება. ასევე, რეკომენდირებული არაა ერთი და იგივე ფეხსაცმლის ორჯერ ზედიზედ ჩაცმა.

გაეცანით დერმატოლოგის ამ რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ კიდეც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
ძლიერი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლის გამომწვევი მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!