როგორ ავიცილოთ თავიდან პირის ღრუს უსიამოვნო სუნი დილით

არც თუ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც  ადამიანებს აწუხებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით, დილით. მისი თავიდან აცილების მარტივი მეთოდი კი ასეთია – დაძინებამდე 3 საათით ადრე ჭამაზე უარი  უნდა თქვათ.

ეს მეთოდი ყურის, ცხვირის და ხახის სპეციალისტმა, ერიჰ ფოიგტმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში დაასახელა. ზოგადად, თავად ადამიანები  დილით პირისნ ღრუში უსიამოვნო სუნს გვიან ჭამას არ უკავშირებენ. თუმცა, ეს სიმართლეა, გვიან ვახშმობის ჩვევა დილით ცუდ სუნთქვს უწყობს ხელს.

ექიმმა დაასახელა ამ ყველაფრის მიზეზი. როდესაც ადამიანები გვიან ვახშმობენ, კუჭს ტვირთავენ, საწოლის ბრტყელ ზედაპირზე სხეულის მდებარეობა კუჭის წვენის საყლაპავში მოხვედრას უწყობს ხელს, რაც პირის ღრუში იწვევს უსიამოვნო სუნს.

ასე, რომ, ამ პრობლემის მოგვარების მარტივი გზა არსებობს. ესაა სპეციალისტის რჩევა. თუ დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერს არ შეჭამთ, კუჭი მოასწრებს საჭმლის მონელებას მანამ, სანამ დასაძინებლად მოემზადებით.

არაა გამორიცხული ისიც, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი იყოს ცხვირის სინუსების ქრონიკული დაავადებები ( ანთება ). ასეთი პრობლემის მქონე ადამიანები ძილის დროს სუნთქვას იწყებენ არა ცხვირიდან, არამედ პირიდან. სწორედ ამიტომ, თუ დილით ცუდი სუნთქვა და პირის ღუში უსიამოვნო სუნი თქვენთვის ხშირი მ ოვლენა გახდა, სჯობია გამოიკვლიოთ ეს პრობლემა და ოტოლარინგოლოთან კონსულტაცია გაიაროთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
როგორ ავიცილოთ თავიდან პირის ღრუს უსიამოვნო სუნი დილით
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!