შვიდი წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც პირის ღრუში 526 კბილი აღმოაჩნდა

იტვირთება...

კბილები, რომლებიც ზომით 0,1 მმ-დან 3 მმ-მდეა, აღმოაჩინეს 7 წლის ბიჭის ქვედა ყბაში ქალაქ ჩენაში, ოპერაციის დროს.

7 წლის ბიჭის ყბაზე გადაღებული რენტგენი

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ზოგჯერ კბილების ტკივილი აწუხებდა, აღმოჩნდა, რომ ქვედა ყბის შიგნით 526 კბილი ჰქონდა, აცხადებენ ინდოეთის ქირურგები.

ექიმებმა ასობით კბილი იპოვნეს “ტომარაში”, რომელიც მოთავსებული იყო ქვედა ყბის მოლეკულურ რეგიონში.

”კბილები სხვადასხვა ზომისა იყო, რომელთაგან ყველაზე მცირედი იყო 0,1 მმ – დან 3 მმ – მდე. მათ ჰქონდათ პატარა გვირგვინები, მინანქარი და პატარა ფესვები”, – განაცხადა პრატიბა რამანმა, საავადმყოფოს პირის ღრუს და ყბასახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

”ნიკაპიდან ჩასვლა მოგვიწია [ქვედა ყბის], რათა იქ არსებული კბილებით სავსე ტომარა ამოგვეღო”, – განაცხადა რამანმა. ”რაც უფრო ღრმად იკვეთებოდა ტომარა რბილ ქსოვილებში, მით უფრო მცირდებოდა მასში არსებული კბილების ზომა.”

იტვირთება...

მიუხედავად კბილების დიდი რაოდენობისა, ბიჭს ძალიან დიდი ტკივილები არ ჰქონდა. ”ერთადერთი, რაც მას აწუხებდა, იყო ის, რომ ამ მხარეს კბილი არ იყო ამოსული, იყო ცარიელი ადგილი, და [ზოგჯერ] ჰქონდა ტკივილები, და მცირე შეშუპება.”

ბიჭს აღმოაჩნდა კომპოზიციური ოდონტომა, კეთილთვისებიანი სიმსივნე. ცნობილი არ არის, გამოწვეული იყო თუ არა ეს მდგომარეობა გენეტიკური ან გარემო ფაქტორებით, დასძინა ექიმმა.

მსგბავსი მდგომარეობა ძალზე იშვიათია, თუმცა 2014 წელს, მუმბაიში ექიმებმა 17 წლის ბიჭის პირიდან 232 კბილი ამოიღეს შვიდი საათიანი ოპერაციის შემდეგ.

ოპერაცია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ექსპერტებს 10 დღე დასჭირდათ ყველა კბილების გასაანალიზებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ შემთხვევას კიდევ უფრო უკეთ შეისწავლიან გენეტიკური ტესტების ჩატარებით.

”ოპერაციამდე უამრავი შემოწმება ჩავატარეთ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობისა. ”- განაცხადა რამანი.

ბიჭი, რომელსაც ახლა 21 კბილი აქვს, სამი დღის შემდეგ სახლში გაწერეს და დღეს თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
შვიდი წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც პირის ღრუში 526 კბილი აღმოაჩნდა
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!