ხალხური საშუალება, რომელიც გაუხეშებულ ქუსლებს დაარბილებს.

იტვირთება...

ფეხის ქუსლებს და ფრჩხილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ქუსლების პრობლემა ხშირად მექმნებოდა, მისკდებოდა. ვხმარობდი ათასგვარ კრემებს, ვიტარებდი სხვადასხვა პროცედურებს, თუმცა ისინი ხშირად ვერ ამართლებდნენ მოლოდინს. ჩემმა თანამშრომელმა, რომელმაც გულთან მიიტანა ჩემი პრობლემა, რამდენიმე შინაურული მეთოდი მასწავლა და ისინი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

2 საშუალო ზომის კარტოფილი კარგად გარეცხეთ და შემდეგ გახეხეთ. ქაღალდზე დადეთ და 2-3 საათის განმავლობაში დაიდეთ ქუსლებზე. როცა კომპრესს მოიხსნით, ქუსლები კარგად გაიხეხეთ, დაიზილეთ მსუბუქად და წაისვით კრაზანას ან გულყვითელას ზეთი.

აიღეთ 3-3 სუფრის კოვზი ხახვის და ალოეს  წვენი, დაუმატეთ თევზის ქონი და ცოტა ფქვილი, კარგად აურიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ ქუსლებზე. დილით მოიხსენით და გაიწმინდეთ ნებისმიერი მცენარის ნახარშით.

გახეხილ სტაფილოს შეურიეთ თაფლი (1:1) თანაფარდობით და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამის განმავლობაში. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.

იტვირთება...

აიღეთ 2 წილი სალბი, 1 წილი წვრილად დაჭრილი წნორის ფესვი, 3 წილი მატიტელა, აურიეთ ერთმანეთში. 1 ლიტრი წყალი დაასხით  1 ჩ/კ ნარევს, დაადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. ამ ნახარშის აბაზანა მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, 0,5 ლ. ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ და ნახევარი საათი ჩადგით ორთქლის აბაზანაში და ურიეთ ხშირად. როცა გაცივდება, მასში დოლბანდის ხელსახოცები დაასველეთ  ნახარშში და ქუსლებზე დაიდეთ ნახევარი საათით.

ეს პროცედურა ჩაიტრეთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.

1 ჩ/კ ლიმონის წვენი, კვერცხის გული და ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი აურიეთ ერთმანეთში. ქუსლები წინასწარ დაილბეთ ცხელ წყალში და დარბილებულზე დაიდეთ მიღებული მასა, დაიტოვეთ იქამდე, სანამ კარგად  არ გაშრება და მყარბ ქერქად არ გადაიქცევა. პროცედურის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და წაისვით დამარბილებელი ემულსია ან კრემი.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
ხალხური საშუალება, რომელიც გაუხეშებულ ქუსლებს დაარბილებს.
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!