თითების ფერი პირველი მანიშნებელია გულის შეტევის

დაკვირვებულხართ თქვენი თითების ფერს? ეს შეიძლება გულის შეტევის გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს.

გული არის ორგანო, რომლის სრულფასოვან მუშაობაზეცაა დამოკიდებული მთელი სხეულის სწორი და ჯანსაღი ფუნქციონირება. გულის შეტევა სერიოზული დარღვევაა, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ჩარევა. ამ პრობლემას,  ხშირ შემთხვევაში,  გულში სისხლის დეფიციტი იწვევს, რომლის დროსაც ზიანდება გულის ის ადგილები, რომელთაც გამოკვება სჭირდება, ეს კი სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.

გულის შეტევის დროს მკერდში ძლიერი ტკივილებია, რთულდება სუნთქვა და საერთოდ ადამიანს ეუფლება ცუდი განწყობა. გულის შეტევას შეიძლება უფრო სუსტი ნიშნები ჰქონდეს.

როცა ხელის თითებს აქვს მოლურჯო-იისფერი შეფერილობა, ესაა ერთ-ერთი გამაფრთხილებელი სიგნალი მიოკარდიუმის და ინფარქტის.

როცა თითებს აქვს ცისფერი შეფერილობა სიცივის გამო, ეს ნორმალურია, მაგრამ, როცა სილურჯე თითებს თბილ პირობებშიც აქვს, ეს შეიძლება სერიოზული დარღვევის, მაგალითად, ჟანგბადის დეფიციტის ნიშანი იყოს – ასე გვაფრთხილებენ ექსპერტები.

ფეხის თითების ფერის ცვლილება შეიძლება სისხლძარღვებისნ თრომბით იყოს გამოწვეული. ასეთ დროს სისხლი საჭირო მოცულობით ვერ აღწევს გულში, რაც ორგანოს უჯრედების დაზიანებას იწვევს.

ინფარქტის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება ფრჩხილების ფირფიტის ქვეშაც გამოვლინდეს. კანის იისფერი ან წითელი შეფერილობა სასიკვდილო გულის შეტევის მზარდი რისკის ნიშანია.

ექიმები ამბობენ, რომ ფრჩხილების ქვეშ შეიძლება შეამჩნიოთ დაქსაქსული წვრილი ზოლები, რაც ვლინდება წნევის ძლიერი გაზრდის გამო. ასეთ დროს სკდება სისხლძარღვები. ასევე, შეიძლება შეამჩნიოთ სისხლის უწვრილესი ლაქები, რომლებიც ნამსხვრევებს ჰგავს. თუ ასეთი სიმპტომები შეამჩნიეთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ, ან მიიღეთ საჭირო ზომები, თუ მომენტალურად ვერ განახორციელეთ ექიმთან ვიზიტი.

გულის შეტევის გავრცელებული სიმპტომებია – ხელის ( მარცხენა ) ტკივილი, მკერდის ძლიერი ტკივილი და მოულოდნელი თავბრუსხვევა.

გაითვალისწინეთ ჩვენი და ექიმების რჩევები და საჭირო დროს ნუ გადადებთ კარდიოლოგთან ვიზიტს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
თითების ფერი პირველი მანიშნებელია გულის შეტევის
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!