ერთ კვერცხს შეუძლია გულის შეტევა თავიდან აგაცილოთ. ნახეთ, როგორ…

იტვირთება...
ერთ კვერცხს შეუძლია გულის შეტევა თავიდან აგაცილოთ. ნახეთ, როგორ...

ქათმის კვერცხი იმდენად გავრცელებული პროდუქტია, რომ მას ყასბის მაცივარშიც კი აღმოაჩენთ. მიუხედავად მისი პოპულარულობისა, უამრავ ადამიანს მაინც სწამს, რომ კვერცხი არაჯანსაღი პროდუქტია, რადგანაც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. მათი აზრით, ქოლესტერინის მაღალი დონე გულის შეტევის რისკებს ზრდის. თუმცა, როგორც ბოლო კვლევებმა ცხადყო, კვერცხში შემავალი სხვადასხვა საკვები ნივთიერებების დამსახურებით, პირიქით, კვერცხის მირთმევის შედეგად, გულის შეტევის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება ხდება. STATIEBI.COM – ის რედაქცია დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგიყვებათ კვერცხის სასარგებლო თვისებებზე.

კვერცხი – ძლიერი ჯანმრთელობის გარანტი

გულის შეტევის რისკების თავიდან ასარიდებლად უამრავ მეთოდს და საშუალებას მიმართავენ, მათი მიზანი კი ერთია – შეამციროს წნევა და შესაბამისად, შეამციროს გულის შეტევის რისკებიც. ამ ვერაგი დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სწორი კვებაა, რაც გულის შეტევის მაპროვოცირებელი საკვები პროდუქტების შეზღუდვას და კვების სწორ სტილზე გადასვლას გულისხმობს. მრავალი პროდუქტი შეიცავს კვერცხსაც. შესაბამისად, კვერცხის სასარგებლო მხარეებს ხშირად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ.

გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კვერცხი ზრდის „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და იგი საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს პირიქითაა – კვერცხის ჭამით საკუთარ თავს ვეხმარებით, ვიდრე ვვნებთ. მხოლოდ ერთ კვერცხს შეუძლია გულსისხლძარღვთა სისტემაში არსებული პრობლემების თავიდან აცილებაში მოგეხმაროთ!

კვერცხი ზოგს არაჯანსაღი საკვები ჰგონია, მაგრამ მართლა შეუძლია მას გულსისხლძარღვთა პრობლემების მოგვარება?! თუ გსმენიათ, რომ კვირაში 2-3 კვერცხის მიღება უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, მაშინ მარტო არ ხართ – ასე ბევრს გაუგია…

ზოგიერთი მკვლევარი დაობს, რომ რადგანაც კვერცხის გული დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, იგი არაჯანსაღი საკვებია და განსაკუთრებით ისინი, ვინც გულსისხლძარღვთა პრობლემების წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფებიან, უნდა მოერიდონ კვერცხის ხშირად მიღებას. დიახ, კვერცხის ნამდვილად შეიცავს ქოლესტერინს, თუმცა, ამავდროულად, კვერცხი არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების წყარო! მათ შორის: ცილები, ვიტამინები, ფოსფოლიპიდები, კაროტინი და ა.შ. კვერცხის სარგებელი, ჩვენი აზრით, უდავოა!

ბოლო კვლევებმა ნათელყო, რომ კვერცხი არ იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებების პროვოცირებას. ამრიგად, ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც 2013 წელს The BMJ-ის გვერდებზე დაიბეჭდა, ავტორი დასკვნის სახით ასაბუთებს, რომ დღეში ერთი კვერცხის მიღება არ ზრდის გულის შეტევის რისკებს, ან გულთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის შანსებს.

სხვა კვლევის თანახმად, რომელიც კლინიკური კვლევების ამერიკულ ჟურნალში დაიბეჭდა იმავე წელს, აღნიშნულია, რომ კვების ისეთი რეჟიმი, რომელიც კვერცხის დიდი რაოდენობით, დაახ. 12 ცალი კვირაში, ითვალისწინებს, არ წარმოადგენს საფრთხეს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის. ჩინელი მედიკოსები კიდევ უფრო სიღრმისეულად მოეკიდნენ ამ საკითხს: აღმოჩნა, რომ საპირისპირო მოსაზრება არის ჭეშმარიტი – კვერცხს შეუძლია გულის შეტევის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება!

იტვირთება...
ერთ კვერცხს შეუძლია გულის შეტევა თავიდან აგაცილოთ. ნახეთ, როგორ...

ამერიკის მოსახლეობის 80 მილიონზე მეტს გააჩნია გულსისხლძარღვთა პრობლემები და დაახლოებით 2 000 ადამიანი ამ მიზეზით ყოველდღიურად იღუპება მსოფლიოში. ჩინეთში, მაგალითად, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია. გულსისხლძარღვთა დაავადებებს შორის, ინსულტი და კორონარული თრომბოზი ყველაზე ხშირად გვხვდება. ამგვარი მაჩვენებლები მკვლევარებს ახალი კვლევების ჩატარებისკენ უბიძგებს, კერძოდ კი, იმის დადგენისკენ, თუ რა არის კვერცხის როლი გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების საქმეში. როგორ შეუძლია 1 კვერცხს, გულის შეტევის შეჩერება: ამაზე ჩინელი მედიცინის მუშაკები ვრცლად საუბრობენ. ჩინური მედიცინა და ფარმაკოლოგია კი დღეს მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

იმისათვის, რომ კვერცხის დადებითი ზეგავლენის შესახებ შეეგროვებინათ ინფორმაცია, China Kadoorie Biobank-მა, რომელიც საკმაოდ ვრცელ კვლევებს აქვეყნებს გენეტიკური და გარემო პირობებით გამოწვეული გავლენების შესახებ ქრონიკულ დაავადებებზე ჩინელ მოსახლეობაში, გადაწყვიტა, მათ ხელთარსებული ყველა მონაცემი სიღრმისეულად გაეანალიზებინათ. კვლევაში, რომელსაც პროფესორი ლი და მისი გუნდი უძღვებოდა, 400 000 ადამიანის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს, რომლებმაც ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებაყოფლობით გადაწყვიტეს.

კვლევის დასაწყისში, არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა სიმსივნე, დიაბეტი, ან გულსისხლძარღვთა რაიმე სახის დაავადება. კვლევის თითოეული მონაწილე დეტალურად ყვებოდა, თუ როდის და რა სიხშირით მიირთმევდნენ კვერცხს.

კვლევა და მის მონაწილეებზე დაკვირვება მთელი 9 წელი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, თითქმის 84 000 პაციენტს დაუდგინდა გულსისხლძარღვთა დავადება. დაახლოებით 10 000 ადამიანი და ამ დაავადებების გამო გარდაიცვალა.

ჩინელი მეცნიერების მიერ შეგროვილი მონაცემების გაანალიზების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად თითო კვერცხს მიირთმევდნენ, გულის შეტევის მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა, ხოლო გულით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ზოგადად გულსისხლძარღვთა სხვა სახის დაავადებებს, რომლებიც სიკვდილის მიზეზს წარმოადგენენ, მათი რაოდენობა ჯამში 18%-ით შემცირდა.

დღეში ერთი კვერცხის მიღება დადებითად აისახა კონორარული თრომბის რისკების შემცირებაზეც – 10%-იანი კლება. ჩატარებული კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ კვერცხის ზომიერად მიღება (დღეში ერთი ცალი) დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ჩინელი მედიკოსები აღნიშნავენ, რომ დასკვნები მხოლოდდამხოლოდ დაკვირვების საფუძველზე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა და, მათი აზრით, არ იქნება უპრიანი, თუ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკების შემცირებასა და კვერცხის ყოველდღიურად მიღებას შორის არსებულ კავშირზე ზოგად დასკვნებს გამოვიტანთ.

ამასთან, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა და მათ მიერ მოწვდილი ინფორმაცია კვლევის შედეგად გამოვლენილ შედეგებს და დასკვნებს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის. კვერცხის რეალური სარგებელი ცხადია – გულის შეტევისა და გულსისხლძარღვთა სხვა სერიოზული დაავადებების განვითარების შანსების შემცირება. ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო ფაქტებზე დამყარებული დიეტეტიკის შექმნას, რაც კვერცხის სწორ მოხმარებასა და ამ გზით ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებას გულისხმობს.

მეტი დეტალების სანახავად, გაეცანით სტატიის ბოლოს დართულ ვიდეოს, მანამდე კი, თუ გსურთ, რომ საიტმა არსებობა განაგრძოს და მომავალში კიდევ მოგეცეთ შანსები მსგავსი სტატიების წაკითხვისა, გააზიარეთ ეს სტატია.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ერთ კვერცხს შეუძლია გულის შეტევა თავიდან აგაცილოთ. ნახეთ, როგორ…
escort99.com
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!