სახსრებისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა კვერცხის მალამოს გამოყენებით

იტვირთება...

კვერცხისა და ძმრის მჟავისგან მომზადებული მალამო სოკოსა და სახსრების  სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. მისი მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ

მომზადების წესი

იტვირთება...

დაგჭირდებათ ერთი ცალი კვერცხი, 70 პროცენტიანი ძმრის მჟავა და ვაზელინი. დაახლოებით 200-250 გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ!), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3-4 დღით. ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემსგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი “გაქრება” და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი. კვერცხი ამოიღეთ სითხიდან (დარჩენილი ძმრის მჟავა აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი – ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსისტენცია მიიღოს, დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა. შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ, ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც ლაქებს არ დატოვებს.

გამოყენება

ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა-საღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. შედეგი გაგაოცებთ! 
გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ სიფრთხილით. ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოგიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ მკურნალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დატოვეთ თქვენი კომენტარი:
სახსრებისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა კვერცხის მალამოს გამოყენებით
escort99.com
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!