ტურმერიკი, შავი წიწაკა და რძე – კიბო განაჩენი არ არის!

იტვირთება...
ტურმერიკი, შავი წიწაკა და რძე - კიბო განაჩენი არ არის!
ტურმერიკი, შავი წიწაკა და რძე – ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ტურმერიკი, პირველ რიგში, ცნობილია, როგორც ეგზოტიკური სანელებელი, რომელსაც კულინარიაში ფართოდ გამოიყენებენ. იგი სამკურნალო მიზნებისთვისაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება და მისი ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია, თუ შავ წიწაკას დაამატებთ. დღეს თქვენს ყურადღებას ერთ გამორჩეულ და უჩვეულო რეცეპტზე მივიქცევთ, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. ამ სამკურნალო სასმელს სახელად „ოქროს რძეს“ უწოდებენ.

ოქროს რძე: ტურმერიკი და წიწაკა

ამ სასმელს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, მათ შორის: მკერდის კიბო, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბო. ასეთი სასმელი დეპრესიისა და ნევროლოგიური აშლილობის დროისაც გამოიყენება, აუმჯობესებს საჭმლის მონელების ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ჭრილობათა შეხორცების პროცესს, აყუჩებს ტკივილს და იცავს გულისა და სისხლძარღვების კედლებს.

ტურმერიკის სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმში მცენარეში შემავალი კურკუმინით არის განპირობებული, რომელსაც გამოხატული ანტიოქსიდანტური, ანთებსწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტისეპტიკური მახასიათებლები გააჩნია. ტურმერიკის ფხვნილს როგორც გაზების გამოდევნის საშუალებას ისეც იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.

ტურმერიკის ფხვნილის სამკურნალო თვისებები ერთი-ორად იზრდება, თუ მას შავ წიწაკასაც დაამატებთ. შავი წიწაკა შეიცავს ნივთიერებას, სახელად პიპერინი, რომელიც კურკუმინის უკეთ შეწოვას და ორგანიზმის მიერ მის სრულ ათვისებას უწყობს ხელს.

სხვა სუნელების დამატება, მაგ. დარიჩინი, ან ილი, არა თუ გააუმჯობესებს სასმელის გემოს, არამედ გაზრდის მის სამკურნალო თვისებებსაც. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, აუცილებელი და სასურველია რძის გამოყენებაც. დარიჩინი სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს.

იტვირთება...

ილი საჭმლის მონელების პროცესს უწყობს ხელს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აუმჯობესებს სუნთქვას. როდესაც პირველი გამოხდის ქოქოსის ზეთს დაუმატებთ სასმელს, გაიზრდება სხეულის დაცვის მექანიზმი, ხოლო ქოლესტერინის დონე სისხლში კი შემცირდება.

როგორ მოვამზადოთ სასმელი სახლის პირობებში

ტურმერიკის ფხვნილის და შავი წიწაკის სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • უცხიმო რძე
  • ტურმერიკის ფხვნილი
  • შავი წიწაკა
  • დარიჩინი
  • ილი
  • ქოქოსის ზეთი
  • თაფლი
  • ქვაბი
  • ასარწყავი კოვზი
  • ჭიქა
  • საწური, ან მარლა

სასმელის მომზადების მეთოდი

  1. ქვაბში ერთი ჭიქა რძე ჩაასხით და ცეცხლზე შემოდგით
  2. დაამატეთ ½ ჩ/კ ტურმერიკის ფხვნილი
  3. დაამატეთ ¼ ჩ/კ დაფქვილი შავი წიწაკა
  4. დაამატეთ დარიჩინის ერთი ჩხირი
  5. ილის თესლები დაფქვით და რძეს დაუმატეთ
  6. დაამატეთ ½ ჩ/კ ახალი ქოქოსის ზეთი
  7. ნაზავი დუღილამდე მიიყვანეთ და რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ.
  8. სასმელი გადაწურეთ

სიტკბოს მისაცემად თაფლი დაუმატეთ გემოვნებით.

ამ სასმელს ტყუილად არ ქვია და ეს მხოლოდ მისი ფერის გამო არ არის ასე, არამედ მისი გასაოცარი სამკურნალო თვისებების დამსახურებით. სასმლის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ რაოდენობას, რადგანაც ტურმერიკის ფხვნილი და შავი წიწაკა ერთად აღებული საკმაოდ ძლიერი ეფექტის მატარებელნი არიან ორგანიზმზე.  რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციის გავლა.

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება, დაეხმარეთ სხვებსაც, გაიგონ ამ რეცეპტის შესახებ!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ტურმერიკი, შავი წიწაკა და რძე – კიბო განაჩენი არ არის!
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!