ჩემს ბავშვობაში ეზოში ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც ყველა ალიას ეძახოდა. მეგონა, ალია ალისას შემოკლებული ფორმა იყო. სიმართლე მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავიგე, როდესაც სკოლაში შემთხვევით შევხვდი გოგონას, რომელიც ერთდროს ჩემს ეზოში ცხოვრობდა. როგორც შემდგომ აღმოვაჩინე, მისი რეალური სახელი იყო ალევტინა.
ეს ამბავი შმეთხვევით არ გამიხსენებია. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ ასეთ სიტუაციებში არა მხოლოდ ადამიანებთ ურთიერთობისას, არამედ ნივთების გამოყენების დროსაც ვხვდებით. ზოგჯერ ისე ხდება, რომ რაიმე ნივთს მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არასწორად იყენებ და მხოლოდ ბოლოსრა ხვდები მისი რეალური დანიშნულების შესახებ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ ხრიკებზე, რომლებიც თვენს ყოველდღიურ ყოფას გაამარტივებენ.
პატარა ზომის ხვრელი ბოქლომებში
ბოქლომები, როგორც წესი, ძირითადად ღია ცის ქვეშ, ქარში, წვიმასა და თოვლში ხვდება. ეს პატარა ხვრელი, რომელიც გასაღების მოსარგები ადგილის გვერდზეა მოთავსებული ბოქლომში დაგუბებულ წყალს გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს და შესაბამისად, ხელს უშლის ჟანგვის პროცესის დაყწებას. ამის გარდა, მისი საშუალებით ბოქლომის დაზეთვაც შეგიძლიათ.
ქანჩი და სახრახნი
ეს ორი ხელსაწყო ერთად გამოყენების შემტხვევაში არაჩვეულებრივ დუეტს ქმნიან – მიდგომას აიოლებენ. ამგვარი სიმბიოზი დაგეხმარებათ ისეთა დგილებში გამოიყენოთ სახრახნი, სადაც აქამდე უბრალოდ ვერ ახერხებდით მიდგომას.
F და J ღილაკებზე დატანილი ხაზები
ეს ხაზები გეხმარებათ სწორი ნავიგაციის მოხდენაში, როდესაც კლავიატურაზე შეხედვის გარეშე ბეჭდავთ.
საზომი ლენტის ბოლოს მოთავებული ჩაღრმავება
ამ ჩაღრმავების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ საზომი ლენტის ბოლო კონკრეტულ ობიექტს მარტივად დაუმაგროთ (ლურსმანს, ხრახნს, ა.შ). გარდა ამისა, მეტალის თავის გამოყენებით, რომლის შუაშიც ეს სიცარიელეა დარცენილი, შეგიძლიათ ფანქრის არ ქონის შმეთხვევაში გარკვეული ადგილები მონიშნოთ ზედაპირზე.
მარილი
თუ ფეხსაცმელს არასასიამოვნო სუნი აქვს, გამოიყენეთ მარილი. უბრალოდ ჩაყარეთ მარილის მცირე რაოდენობა პრობლემურ ფეხსაცმელში, დატოვეთ ერთი ღამის განმავლობაში და დილით გადმოყარეთ. სუნის კვალიც აღარსად იქნება.
სპაგეტის კოვზი
კოვზის შუაში მოთავსებული სიცარიელე დაგეხმარებათ განსაზღვროთ მოსახარშად გამზადებული პასტას რაოდენობა ერთი ადამიანის ულუფის მომზადებისას.
აბაზანის ქაფი
ეს ღვთაებრივი გამოგონება არა მხოლოდ განტვირთვასა და ესთეტიკურ სიამოვნების მირებაში გვეხმარება, არამედ ხელს უშლის წყლის გაციებას.
საკიდარები
ბოლო წლებია, ხალხი ინტენსიურად იყენებს ხის საკიდარებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხის საკიდარები დამზადებულია კედარის ხის მასალისგან. ეს მასალა კი განდევნის ჩრჩილს და ერთგვარ დაცვას წარმოადგენს ტანსაცმლისათვის.
ქვაბის სახელურზე არსებული სიცარიელე
ამ სიცარიელის მიზანი ის არის, რომ მასში უნდა მოათავსოთ კოვზი, რომლითაც მომზადების დროს, კერძს ურევთ. ძალიან მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელია.
თავის მისაყუდებელი
დიდი იმედი მაქვს, ეს არ დაგჭირდებათ, მაგრამ, მაინც იცოდეთ: თუკი, ავტოავარიის დროს, მანქანის კარი აღარ იღება, შეგიძლიათ ეს ნივთი გამოიყენოთ და მეტალის ბოლოებით გამოამტვრიოთ მანქანის საქარე, ან გვერდითა მინა.
ჯინსის შარვლებზე არსებული ოპატარა ჯიბეები
ეს ჯიბეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ფულის და სხვა ძვირფასი ნივთების გადასამალად. მათი მოპარვა არცისე მარტივი საქმე იქნება.
კალმის თავი
კალმის თავზე არსებული სიცარიელე განგებ არის დატოვებული. თუ მოხდა ისე რომ ბავშვს, ან მოზარდს, კალმის თავსახური გადაეყლაპა და ყელში გაეჭედა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე იგი სუნთქვას შეძლებს, რადგანაც ამ სიცარიელებიდან ჰაერი კვლავ განაგძობს მოძრაობას.
პერანგის ყულფი
ასეთი ყულფების არსებობა იმ მიზნით აიხსნება, რომ შეძლოთ პერანგის, როგორც ქურთუკის საკიდარზე ჩამოკიდება.
საჭმლის ჩხირები
ადრე ამბობდნენ, რომ აზიური საჭმლისათვის გამოყენებული ჩხირები, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული, არ უნდა გავაცალკევოთ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩხირები გადაბმულია, რადგანაც მწარმოებლები ცდილობენ, დაარწმუნონ მომხმარებელი იმაში, რომ ისინი ადრე არავის გამოუყენებია.
კეტებზე არსებული ღრმულები
ამ ღრმულების მიზანი ჰაერის სწორი ცირკულაციაა. მათი მეორე ფუნქცია თასმის გასაყრელადაა გამიზნული. ასეთ შემთხვევაში ფეხსაცმლის თავისით გახდის შანსი ნულის ტოლია.
ლეპტოპის სატენზე არსებული ცილინდრი
მას სტაბილიზატორს უწოდებენ და მისი ფუნქცია არასწორი ძაბვის რეგულაციაა, რათა არ მოხდეს ლეპტოპის დაზიანება.
სმარტფონები
iPhone-ზე არსებული ასეთი შავი წრე ალბათ ყველას შეგინიშნავთ. სინამდვილეში ეს პატარა ზომის მიკროფონია, რომელიც გარედან მომავალი ხმაურის ჩასახშობად გამოიყენება. ძალიან სასარგებლო დეტალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხალხმრავალ ადგილას გიწევთ ტელეფონზე საუბარი.
ახლა თქვენ უკვე ხართ აღჭურვილი ნამდვილად საჭირო ინფორმაციით იმ ნივთების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად გხვდებათ.
თუ მოგეწონათ ეს სტატია, გაუზიარეთ მეგობრებს