დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

კეტჩუპი და მაიონეზი სადილების პოპულარული საკმაზებია, რომელთა ნახვაც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. თუმცა, ძნელია აკონტროლოთ შენახვის ვადა და ამასთანავე განსაზღვროთ მათი მოხმარებით გამოწვეული შედეგები ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომელთა შემცველობაში შემავალი კონსერვანტები ცუდად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. დღევანდელ სტატიაში გასწავლით 7 ჯანსაღი და გემრიელი სოუსის რეცეპტს, რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ ბუნებრივი და ჯანსაღი ინგრედიენტები შედის. მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ და თქვენს სამზარეულოს სანუკვარი სურნელის მატარებელი უგემრიელესი საწებლები დაამშვენებენ!

ესპანური სალსა სოუსი

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

  • პომიდორი ჩერი – 15 ცალი
  • მწვანე ხახვი, კამა – 20 გრ
  • ნიორი – 1 კბილი
  • ბალზამოვანი ძმარი, ტომატის პასტა, ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ
  • შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი:

პომიდორი ორ ტოლ დაწილად დაჭერით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ. დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი და ტომატ პასტა. ბოლოს კი – პილპილი და მარილი.
იტვირთება…

სალათის საკმაზი

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

იტვირთება...
  • ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
  • ბალზამოვანი ძმარი – 2 ს/კ
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, დანაყილი ნიორი და ძმარი. დაამატეთ მარილი, პილპილი, ქილას მჭიდროთ დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. გააჩერეთ 30 წუთი და მზადაა…

კამის სოუსი

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგედიენტები:

  • ნიორი – 6 კბილი
  • კამა- 20 გ
  • ლიმონის ცედრა – ½ ს/კ
  • ლიმონი – 1
  • ზეითუნის ზეთი – 100 მლ
  • მარილი

მომზადება:

დაჭერითკამა და აურიეთ ლიმონის ცედრასა და წვენს. დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ბლენდერის გამოყენებით ნაზავი სქელ მასამდე მიიყვანეთ. საუკეთესოა თევზეულისა და ხორცეულის შესაკაზმად. 

სოუსი კიტრით

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

  • იოგურტი – 125 მლ
  • ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი – 1 ს/კ
  • ნიორი – 2 კბილი
  • კიტრი – 1
  • ოხრახუში – 20 გ

მომზადება:

გახეხეთ კიტრი და გამოწურეთ ლიმონის წვენი. აურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. კარგად აურიეთ და ბოლოს მოასხით ზეითუნის ზეთი.

ტკბილ-მწარე სოუსი

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

  • სოიოს სოუსი და ტომატის პასტა – 1 ს/კ
  • ძმარი და შაქარი – 2 ს/კ
  • ფორთოხლის წვენი – 3 ს/კ
  • ადუღებულიწ წყალი – 4 ს/კ
  • სიმინდის ფქვილი – 1 ს/კ

მომზადება:

გახსენით ფქვილი წყალში. ცალკე, ემალის ჯამში,აურიეთ ტომატ პასტა, შაქარი, პორთოხლის წვენი, ძმარი და სოიოს სოუსი. ნელ-ნელა დაამატეთ წყალში გახსნილი ფქვილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს სოუსი უხდება ხორცისგან მომზადებულ საჭმელებს. 

პესტო

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

  • პარმეზანი – 50 გ
  • რეჰანი – 60 გ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი – 100 მლ
  • კაკლის ლებანი – 3 ს/კ
  • მარილი

მომზადება:

მსხვილად გახეხეთ ყველი, დაამატეთ დაჭრილი რეჰანი, ნიორი, ნიგოზი და 30 გ ზეითუნის ზეთი. ყველაფერი ერთად აურიეთ ბლენდერში და ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი ზეთი. ათქვიფეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ყველის სოუსი

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

ინგრედიენტები:

  • მდნარი ყველი – 200 გ
  • ხმელი ყველი – 50 გ
  • ნაღები (რძის) – 200 მლ
  • მზესუმზირის ზეთი – 100 მლ
  • კაკლის ლებანი – 3 ს/კ
  • სუნელები

მომზადება:

აურიეთ მდნარი ყველი, მზესუმზირის ზეთი და ნაღები, ურიეთ იქამდე სანამ მასა არ შესქელდება. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიივანეთ დუღილამდე. დაამატეთ  წვრილად გახეხილი ხმელი ყველი და სუნელები გემოვნების მიხედვით. დატოვეთ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჭურჭელში გადაიტანეთ. 

ამ სოუსებით თქვენი კერძები ახალ არომატს შეიძენენ და ახლობელ ადამიანებსაც სასიამოვნოდ გაკვირვებულებს დატოვებთ!
არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება, ჩვენ კი გემრიელი კერძების მომზადებას გისურვებთ!

იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!