ობი ანადგურებს ჯანმრთელობას!

იტვირთება...

ობი-ყველასთვის საზარელი სიტყვაა, განსაკუთრებით, დიასახლისებისთვის, მაგრამ ყველამ არ იცის მასთან ბრძოლის წესები, ან, როგორ გამოიყურება ის.

ობი ჩნდება ნებისმიერ ადგილზე-კედლებზე, ფარდებზე, ოთახის მცენარეებზე. ის გამოყოფს სპორებს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ალერგია და ასთმური შეტევები. კვლევებმა დაადასტურა, რომ, იმ შენობაში, სადაც ობია, ჰაერის ხარისხი-50%ით უარესდება.

არსებობს ობის 1000-ზე მეტი სახეობა. ისინი დაჯგუფებულია ცოცხალ ორგანიზმებზე მათი ზეგავლენის მიხედვით.

ალერგიული ობი

ობის ეს ფორმა არაა საშიში. ისინი ასთმურ შეტევებს და ალერგიას იწვევენ. მის გავლენას განსაკუთრებით ბავშვები განიცდიან, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ოჯახში ბავშვები არიან.

ტოქსიგენური ობი

ასეთი სახის ობი გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სიმსივნურ დაავადებებს. ეს გამოწვეულია საკვების მიღების, შესუნთქვის ან შეხების გზით.

პათოგენური ობი

ობის ამ ფორმამ შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს. ეს საშიშია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაბალი იმუნური სისტემა აქვს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული პნევნომია.

იტვირთება...

5 გავრცელებული სახეობა სახლის ობის:

STACHYBOTRYS: „შავი ობი“-ასე ეძახიან ობის ამ სახეობას. ის ტოქსიკურია და ძალიან საშიშია. მან, შეიძლება, ფილტვებში სისხლდენაა და სუნთვის პრობლემა გამოიწვიოს. ეს სახეობა იშვიათად გვხვდება, თუმცა,  უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. იგი უმეტესად ხის ან ქაღალდის ნაკეთობებზე გვხვდება.

PENICILLIUM: ობის ეს სახეობა გვხვდება ნაჭრებზე, შპალერზე და შახტებში. ის იწვევს ალერგიას და ასთმას. ამ სახელობის ობთან ასოცირდება პენიცილინის პრეპარატი.

Alternaria: ეს სახეობა ნაკლებად საშიშია. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.

Gladosporium: ობის ეს სახეობა გვხვდება ჰაერზე, თუმცა, შეიძლება თქვენს სახლშიც დაიბუდოს. ის გვხვდება-უბრალო მატერიაზე, ხის ზედაპირზე და ტექსტილის ნაკეთობებზე.

Aspergillus: ამ ობს უყვარს ცხელი და ტბილი ადგილები. ის წარმოშობს მიკოტოქსინებს, რომლებიც იწვევს ფილტვების ინფექციას.

რომელ დაავადებებს იწვევს ობი?

ალერგია-ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ჯანმრთელობის პრობლემებს შორის, რაც იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ამან კი, შეიძლება, კანის დაავადებებამდე და ინფექციამდე მიგიყვანოთ.

დაავადებების ძირითადი სიმპტომები:

  • მოხშირებული შარდვა
  • ღამის ოფლიანობა
  • ზედმეტი წყურვილი
  • გულისრევა
  • მეტალის გემო
  • დიარეა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • თავბრუსხვევა
  • მადასთან დაკავშირებული პრობლემები
  • სუნთქვის გაძნელება
  • კანკალი
  • ხველა
  • ნევრალგია
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ
  • სისუსტე
  • სახსრების ტკივილი
  • დაღლილობა
  • გაბუჟება
  • თავის ტკივილი
  • გონების არეულობა
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე სიმპტომი შეამჩნიეთ- აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე, შეამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი სახლის კუთხეები- შესაძლოა, სადმე ობი გაჩნდა!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
ობი ანადგურებს ჯანმრთელობას!
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!