ოხრახუში-გულის და სისხლძარღვების სტიმულიზატორი.

ოხრახუაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი მოყვანა მარტივიცაა და ადრეული გაზაფხულიდან გვიან ზამთრამდეა შესაძლებელი. ის კულინარიაში აქტიურად გამოიყენება და სამკურნალო ეფექტიც აქვს.

ოხრახუში კარგად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე,ამაგრებს გულის კუნთს, აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას. მისი შემადგენლობის პრეპარატებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების და შარდმდენი თვისებები. ოხრახუში, აგრეთვე გამოიყენება კოსმეტიკაშიც.

გულის მუშაობისა და ორგანიზმიდან ჭარბი მარილების გამოსადევნად გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტები:

ოხრაუშის ნყენი

თერმოსში ჩაყარერთ გამხმარი ოხრახუშის 2 სუფრის კოვზი და დაამატეთ 1,5 ჭ. მდუღარე წყალი. გააჩერეთ 5 საათი, გაწურეთ და დღეში მიიღეთ 4-6-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე- 1-2 ს/კ/.

  ოხრახუშის ფესვების ნახარში

4 ს/კ გამხმარ და დაფქულ ოხრახუშის ფესვებს დაასხით 1ჭ. მდუღარე წყალი და 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ ორთქლზე. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე, ¼ ჭ., ყლუპებით.

ნაყენი(ცივი)

1ჩ/კ ოხრახუშის თესლს დაასხით 1 ლ. ანადუღარი, გაცივებული წყალი. გააჩერეთ 10 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 კვირა, დგღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 2-3 კოვზი.

ნაყენი(ცხელი)

1 ჭ. მდუღარე წყალი დაასხით 0,5 ჩ/კ ოხრახუშის თესლს, დაახურეთ თავი და შეფუთეთბ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ დ მიიღეთ ნახევარი საათით ადრე, ჭამამდე, დღეში ორჯერ-1ს/კ.

 უკეთესია, ოხრახუშს ქიშმიშის ნაყენიც შეუთავსოთ:

კარგად გარეცხილ 2 ს/კ ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ მთელი ღამე. მიღებული ნაყენი დალიეთ მთელი დღის განმავლობაში, ქიშმიში კი-შეჭამეთ.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
ოხრახუში-გულის და სისხლძარღვების სტიმულიზატორი.
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!