ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცას ჩივის და წუწუნებს, თქვენ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ

თანაგრძნობისა და ემპათიის გამოხატვის უნარი დადებით თვისებად ითვლება, თუმცა ამ ყველაფრის სწორად გამოვლენა ცალკე ამოცანაა. თუკი ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს ძალაგამოცლილად გრძნობთ, საკუთარი ქცევის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

ჩვენს ცხოვრებაში უამრავი პრობლემა არსებობს. პრობლემები ჩვენს მეგობრებს და ნათესავებსაც უხვად აქვთ, და ხშირად ამა თუ იმ საკითხზე მათი წუწუნის მოსმენა გვიწევს. ერთი მხრივ, ბუნებრივია ადამიანებს დაძაბულობის მოხსნა, პრობლემებზე საუბარი სურთ და ჩვენ ამაში ხელს ვუწყობთ. მეორე მხრივ, სხვისი წუწუნის გამუდმებით მოსმენა ენერგიას გვართმევს.

ნეგატიურად განწყობილი ადამიანის ზეგავლენა

ზოგიერთი ადამიანი პირად პრობლემებზე ჩვენგან მხარდაჭერისა და რჩევების მისაღებად გვიყვება, ზოგს – უარყოფითი ენერგიის სხვებზე გადაცემა სურს. საჭიროა ამის განსხვავება ვისწავლოთ.

მეორე კატეგორიის ადამიანებმა შესაძლოა, უგრძნობ ეგოისტად ჩაგთვალონ, თუკი მათ მოსმენას არ მოისურვებთ. ისინი ეცდებიან თქვენში დანაშაულის ან რაღაც მსგავსი გრძნობის გაღვიძებას. არ შეგეშინდეთ. კომპენსაციის სახით თქვენ ენერგიის მოზღვავებას და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას მიიღებთ, როდესაც”მომწამვლავ” ურთიერთობაზე უარს იტყვით.

რატომ არ უნდა მოვუსმინოთ სხვის წუწუნს

ის, ვინც წუწუნის გარდა რაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხოვრება შეცვალოს, ყოველთვის მსხვერპლის როლში გვევლინება. ასეთ ადამიანებს ამგვარი ფსიქოტიპი და მსოფლმხედველობა აქვთ.

და მაინც, მათი მოსმენით რითი დაეხმარებით? ვერაფრით! მას დახმარება არ სჭირდება, მას უბრალოდ ყველაფერის გულიდან ამოღება სურს. უმიზნო საუბარს კი სარგებელი არ მოაქვს.

წუწუნის გზით ადამიანი ქვეცნობიერად ან გაცნობიერებულად წარუმატებლობის გამო დანაშაულის გრძნობისგან თავისუფლდება. მსგავსი ტიპის ადამიანებთან სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, რომელსაც მათ აზროვნებაზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია.

ადამიანზე ყველაზე მძლავრ ნეგატიურ გავლენას საკუთარი ცუდი ფიქრები ახდენს.

მუდმივად მოწუწუნე ადამიანის პრობლემას თვენ ვერასოდეს გადაჭრით, რადგან თავად მას ამის სურვილი არ აქვს. მის სულს ვერაფრით თანაუგრძნობთ, რადგან მას რეალურად ეს არ სჭირდება. ყველაფერი, რისკენაც იგი მიისწრაფის არის საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რაც შეუძლებლის ტოლფასია.

რა გვემართება, როცა მუდმივად წუწუნს ვისმენთ

ჩვენ ენერგიას ფუჭად ვხარჯავთ. დახმარება კი გვსურს, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ ვპოულობთ. გაუთავებელი მცდელობების შედეგად კი ენერგია გამოცლილი ვრჩებით.

ემოციური გადაღლილობის პირველი ნიშნები

  1. ემოციური დისბალანსი
  2. პრობლემებთან გამკლავების წარუმატებელი მცდელობა
  3. კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები
  4. ნეგატიური ფიქრების გამოვლინება

როორ მოვიქცეთ, თუ სხვის დაკრულზე თამაში არ გვსურს

1. დაიცავით დისტანცია

თავიდან მოწუწუნე ადამიანი თქვენს გულგრილობაზე გაღიზიანდება. სინამდვილეში, თუ ყველა რთულ ცხოვრებაზე უსასრულო საუბრების მოსმენაზე უარს ეტყვის, იგი იძულებული გახდება ბოლოს და ბოლოს პრობლემები თავად გადაჭრას, ან ცუდზე დაჟინებული ფიქრი შეწყვიტოს.

2. განუმარტეთ მოწუწუნე ადამიანს, რომ მის ნაცვლად პასუხისმგებლობას სხვა ვერ იკისრებს

დავუშვათ, ადამიანის პრობლემას მოუსმინეთ. მაშინ დრო არ დაზოგოთ და გულწრფელად აუხსენით, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემა, რომელზეც იგი წუწუნებს, და უფრო მასშტაბური პრობლემა, რომელიც ცხოვრებისა და სიტუაციის მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

3. არ აჩვენოთ “სისუსტე”

მოწუწუნე ადამიანი მანიპულატორია. მუდმივი მხარდაჭერის მზადყოფნა მას არ უნდა უჩვენოთ. ასე საკუთარ თავსაც და მასაც დაღუპავთ. ადამიანის უარყოფითი მოქმედება ამ გზით არასდროს შეწყდება. თქვენი ენერგიის გამოცლის შემდეგ, იგი სხვა მსხვერპლს იპოვის.

4. დააწესეთ საზღვრები

სთხოვეთ, პატივი სცეს თქვენს პირად სივრცეს, და სიფრთხილით მოეკიდოს სასაუბრო თემის არჩევანს. უთხარით, რომ მუდმივად „ტრაგედიებსა და უბედურებებზე“ საუბარი არ გსურთ. ასე ადამიანი იძულებული გახდება ნეგატივიდან სხვა რამეზე გადაერთოს.

თქვენ იცით სხვა გზები, თუ როგორ დავიჭიროთ თავი ნეგატიური ხალხისგან შორს? დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და რჩევები.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცას ჩივის და წუწუნებს, თქვენ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!