ადამიანის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ქუსლები ეს ის ადგილია ადამიანის სხეულზე, რომელზედაც ყოველდღიურად უდიდესი დატვირთვა ხდება, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, ისინი კარგავენ მის ბუნებრივ სახეს. უმეტეს შემთხვევაში ქუსლები იბზარება და კანი რქოვანდება. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ადამიანების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ მოვლენას მხოლოდდამხოლოდ ჰიგიენურ პრობლემას მიაწერს, მაგრამ სათანადო და დროული ჩარევის გარეშე პრობლემა შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ გაუსაძლის ტკივილამდე და სისხლდენამდეც კი მივიდეს.
ზაფხული განსაკუთრებით ის პერიოდია, როდესაც ღია ფეხსაცმლის გამოყენებას აქტიურად ვიწყებთ, მაგრამ ამ პრობლემიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი ამას ვერ ახერხებს, რადგანაც გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რაც ცხადია ბუნებრივია. ამ სტატიაში მოგიყვებით იმ მარტივ პროცედურაზე, რომელიც სულ რაღაც 3 დღეში თქვენ საშუალებას მოგცემთ თავისუფლად ჩაიცვათ სასურველი ფეხსაცმელი და თქვენი ქუსლების კანი გახადოთ ბევრად უფრო რბილი და ნაზი.
ქუსლების მარტივი მკურნალობა სახლის პირობებში
პროცედურის მიმდინარეობა:
1. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სალიცინის მალამო, რომლის შეძენასაც მოახერხებთ ნებისმიერ აფთიაქში.
2. სალიცინის მალამო დაიტანეთ მხოლოდ დაზიანებული კანის ზედაპირზე (საშუალო რაოდენობით).
3. წასმის შემდეგ აუცილებელია დაიკრათ საკვები ცელოფანი, ე.წ. „სტრეჩი“.
4. მეორე დღეს ვიხსნით სახვევს და უკვე წასმულ ფენაზე ზემოდან ვისვამ იგივე რაოდენობის მალამოს და კვლავ ვიხვევთ.
5. მესამე დღეს ისევ ვიხსნით სახვევს და პირველ, მეორე დღეს წასმულ მალამოზე ზემოდან ვისვამთ მესამე ფენას, იგივე რაოდენობით ისევ ვიხვევთ და ვინიშნავთ დროს (24 საათი).
6. 24 საათის გასვლის შემდეგ მოვიხსნით სახვევს და ავიძრობთ გამხმარ მალამოს, რომელსაც თან აყვება მკვდარი უჯრედები და გარქოვანებული ზედაპირი. ქუსლების ზედაპირის სირბილე და სინაზე კი ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ.
7. მალამოს მოშორების შემდეგ კი ქუსლების ზედაპირი აუცილებლად დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით.
ეს მარტივი და ძალიან იაფი პროცედურა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი დისკომფორტი და უსიამოვნო ტკივილი, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად ჩაიტაროთ სახლის პირობებში. ვიმედოვნებ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თქვენთვის საჭირო და სასარგებლო იქნება.
გამოყენებისა და სასურველი შედეგის მიღების შემდეგ აღნიშნული სტატია გაუზიარეთ მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას.