ულვაშების სამუდამოდ მოშორების მარტივი გზა სახლის პირობებში

ხშირად ამბობენ, რომ ქართველი ქალები ულვაშების “დაპუტვით” იწყებენ თავის მოვლასო. დიახ, ეს ასეა, რადაგან ტუჩის ზედა მხარეს ულვაშის ადგილას დაუპატიჟებელი თმები ყველა ქალს გვაწუხებს და ვცდილობთ თავი დავაღწიოთ ამ არასრულყოფილებას. თუმცა ყველა მეთოდს აქვს უარყოფითი მხარეები- ქიმიური მეთოდები საზიანოა კანისთვის, ხოლო მექანიკური კი არ იძლევა გრძელვადიან შედეგს და თან საკმაოდ მტკივნეულია. 

აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდი ხნის წინ გამოიგონეს მეთოდი, რომელიც ყველას გაგაოგნებთ. მისი საშუალებით უმტკივნეულოდ, ხანგრძლივი დროის მანძილზე თავს დააღწევთ არსებულ არასრულყოფილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცედურაში კომბინირებულია მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთაც ბევრი ქალი დღესაც იყენებს. ის ასევე სასარგებლოა კანისთვის და აქრობს თმას სამუდამოდ.

როგორ მოვიშოროთ ულვაშები სამუდამოდ!

საჭირო ინგრედიენტები: 

  • 2 სუფრის კოვზი თაფლი.

  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

  • 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი. 

მომზადების ტექნოლოგია და გამოყენება: 

მოცემული ოდენობის შვრიის ფანტელი დაფქვით ყავის საფქვავში ან ბლენდერში იმ დონეზე, რომ მიიღოთ ფქვილისებრი მასა. ფქვილს დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი დაიტანეთ კანზე ტუჩის ზევით (თმის მიდამოზე). გაიჩერეთ ნარევი 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მსგავს პროცედურას თუ გაიმეორებთ კვირაში 2-3-ჯერ, ერთი თვის შემდეგ თქვენი არასასურველი თმა ულვაშის მიდამოში სამუდამოდ გაქრება.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ულვაშების სამუდამოდ მოშორების მარტივი გზა სახლის პირობებში
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!