ყველასთვის კარგად ცნობილი მუსკატის კაკალი არის ისეთი სანელებელი, რომელიც სამზრეულოში ყველას უნდა ჰქონდეს. ის შესანიშნავად ეთავსება: ქათამს, თევზს, რძის და ყველის სოუსებს. ასევე, დესერტებს, ცომის შიგთავს, მსხლის, ვაშლის და გოგრის კრემს.
კულინარიის გარდა, მუსკატის კაკალი საკვების მომნელებელ და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. მას იყენებენ პოტენციის პრობლემის დროს. მას შეუძლია როგორც დამოუკიდებლად მოქმედება, ასევე სხვა პროდუქტებთან ერთად კომპლექსში.
მისი სასარგებლო თვისებები
თანაბარი პროპორციით შეურიეთ ტუხტი, ქერიფქალას ფოთლები, ჟოლო და დაფქული სანელებელი. მოამზადეთ ნაყენი. აურიეთ მაწონს ან ბანანს და ასე მიიღეთ. ეს რეცეპტი აქტუალურია ბავშვებშიც.
მუსკატის კაკალი საუკეთესო საშუალებაა მუცლის შებერილობის და გულისრევის დროს, ხსნის ნაწლავურ სპაზმებს. ძალიან კარგია კომპლექსური თერაპია მალაბსორბციის დროს.
მუსკატს აქვს ამოსახველებელი თვისება. მისით გაზავებული ჩაის ან რძის ნაყენი საუკეთესო საშუალებაა პნევმონიის, ბრონქიტის და სუნთქვის პრობლემების დროს.
მუსკატის კაკლის რძიანი ნაყენი საუკეთესო დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა. შეგიძლიათ ღამით მიიღოთ ცხელ რძეში, წყალში ან ერბოში არეული 1 ჩ/კ კატაბალახას, რანეტის, ძირტკბილას და მუსკატის კაკლის ნარევი (2 :2 : 1 : 1 ).
მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ( დისმენორეა ) და სინდრომის დროს საუკეთესო საშუალებაა კაკლის მდა კურკუმის რძიანი ნაყენი, თანაბარი პროპორციით მომზადებული. პირველივე ნიშნების დროს მიიღეთ, რათა თავიდან აიცილოთ შემდეგი გართულებები.
მუსკატის კაკალი სისხლში მავნე ქოლესტერინს და შაქრის დონეს ამცირებს. მისი ნაყენის დალევა ჰიპერტონიის დროსაც ღირს.
გაფართოვებული ვარიკოზული ვენების დროს ასეთი ნაყენი უნდა მოამზადოთ: 1 ჭიქა კარგი ხარისხის არაყი დაასხით 50 გრ ახლადდაკრეფილ კაკალს. გააჩერეთ 10 – 12 დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ყოველღე მიიღეთ 1 ს/კ , გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი.
ჩვენ მოგაწოდეთ საუკეთესო საშუალებები, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილი სანელებლისგან მზადდება. თქვენ უკვე იცით როგორ გამოიყენოთ მუსკატის კაკალი არამხოლოდ როგორც სანელებელი, არამედ, როგორც ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გაუზიარეთ მეგობრებსაც!