საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს

იტვირთება...

საჭმელი სოდის ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მართლაც გასაოცარი და სასარგებლოა.

საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს

ეს სასწაულმოქმედი საშუალება თქვენი თმის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გამოდევნის შამპუნისა და ბალზამის მიერ დატოვებულ მავნე მინარევებს, რაც თქვენს თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს შესძენს. ამ საშუალების გამოყენება შეგიძლიათ ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლადაც კი.

თუ თქვენ ხალხური საშუალებების მოყვარული ხართ და ამავდროულად გსურთ, თავი აარიდოთ ქიმიური საშუალებების გამოყენებას, დღეს ჩვენ გასწავლით რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბუნებრივი თმის დასაბანი საშუალება სახლის პირობებში თქვენი თმის სიჯანსაღისა და ბზინვარებისათვის.

იტვირთება...

შესაძლოა პირველი გამოყენების შემდეგ ამ ბუნებრივი შამპუნით დიდად არ მოიხიბლოთ, რადგანაც იგი ტრადიციული თმის დასაბანი საშუალებების მსგავსად არ ქაფდება, თუმცა, დრო გავა და შეეჩვევით, მისი გამოყენებით გამოწვეული სასწაული ეფექტები კი ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებთ და იტყვით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მისი გამოყენება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  1. პატარა ბოთლში აურიეთ სოდა და წყალი 1:3 – ზე პროპორციით.
  2. ინგრედიენტების რაოდენობა თმის სირძის მიხედვით გასაზღვრეთ. ანუ, თუ გრძელი თმა გაქვთ, აიღეთ 3 სუფრის კოვზი სოდა და 9 სუფრის კოვზი წყალი და შეურიეთ ერთმანეთს.
  3. ნარევი მშრალ, ან სველ თმაზე შეგიძლიათ წაისვათ, თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით და გაიჩეროთ 1-3 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. პროცედურის შემდეგ თმა ვაშლის ძმრით დაიბანეთ. ვაშლის ძმარი და წყალი1:4 – ზე პროპორციით შეაზავეთ. შეგიძლიათ, სურვილის მიხედვით, ცოტა სურნელოვანი ეთერზეთიც დაამატოთ. თავი წინ გადახარეთ, რათა ვაშლის ძმარი თვალებში არ ჩაგივიდეთ და ისე ჩამოიბანეთ თმა.

ვაშლის ძმრის სავლები წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ პატარა ბოთლში და აბაზანაში შეინახოთ. ეფექტი პროცედურის პირველივე ჩატარებიდან იგრძნობა. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ თქვენი თმა სწრაფ ზრდას და გახშირებას დაიწყებს, გახდება ძლიერი და ბზინვარე, როგორც ეს ჯანმრთელი თმის სტრუქტურისთვისაა დამახასიათებელი.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
იტვირთება...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
საჭმელი სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!