როგორ განვიკურნოთ კოჟრების და ხორცმენტებისგან ხალხური მედიცინის დახმარებით

კოჟრები და მათგან გამოწვეული პრობლემები, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. ეს გამოწვეულია ხშირი სიარულით და არაკომფორტული ფეხსაცმლისგან. თქვენ უნდა ეცადოთ შეარჩიოთ კომფორტული ფეხსაცმელი, ის უნდა იყოს ფართო და მკოხერხებული.

კოჟრი – ესაა კანის რქოვანი გარსის გასქელეული წანაზარდი, რომელიც მუდმივი ხახუნის და ზეწოლის შედეგად ვითარდება. ისინი ჩნდება ფეხებსა დ ხელებზე. კოჟრის ფესვი ღრმად იზრდება კანში. ყოველ საღამოს 10 წუთიანი ცხელი წყლის აბაზანები გაიკეთეთ და შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი, გაიმშრალეთ და სუფთა წინდა ჩაიცვით. ასევე, კარგ შედეგს იძლევა ნავთის აპლიკაციის გაკეთება 20-30 წუთი. გავრცელებულია ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი სოდიანი  და საპნიანი აბაზანები, რომლებიც კანს არბილებს და კოჟრების მოშორებასაც ხელს უწყობს.

რეცეპტები:

1.ვაზელინში ან უმარილო ღორის ქონში აურიეთ ქრისტესისხლას ბალახი 1 : 4-ზე პროპორციით. დაუმატეთ ცოტა კარბოლის მჟავა, მალე რომ არ გაფუჭდეს (0, 25%-იანი). აურიეთ და წაისვით მეჭეჭებზე და კოჟრებზე.

2.როცა 10 წუთიან აბაზანას ჩაიტარებთ, კოჟრზე წაისვით გაჭრილი ლეღვი შიგნითა მხრიდან. მთელი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ კურსი, ყოველდღე. ასევე, ეფექტურია დაჭყლეტილი ლეღვის ნახარშის დადება კოჟრებზე. თუ ლეღვის წვენს წაისვამთ კოჟრზე, ესეც კარგ შედეგს მოგცემთ.

3.ბაბუაწვერის წვენი კარგი საშუალებაა ხორცმეტის და კოჟრის მოსაშორებლად.

4.თუ ძალიან მტკივნეულია კოჟრი, საუკეთესო საშუალებაა ტომატპასტის ან მისი წვენის დღეში რამდენჯერმე დადება მტკივნეულ ადგილებზე.

5.ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გათლილი კარტოფილი, მიღებული მასალა მარლის საფენზე გადაიტნეთ. კარტოფილის სისქე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები სისქის. საფენი გადაიკარით დაზიანებულ ადგილას. 2 საათის შემდეგ გამოცვალეთ კარტოფილის ფაფა. ეს გააკეთეთ დღეში რამდენჯერმე, ტკივილის გაქრობამდე.

6.ხახვის ნაფცქვენს დაასხით სუფთა ძმარი, ისე, რომ დაფაროს. ქილას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, გააჩერეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ხახვის ნაფცქვენები, ჩამოწურეთ ძმრისგან. კოჟრებს კარგად წაუსვით ვაზელინი და 2-3 მმ სისქეზე დაიდეთ ნაფცქვენი. შეიხვიეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით გაიკეთეთ აბაზანა და ფრთხილად , ძალის გამოყენების გარეშე ააფხიკეთ კოჟრი. თუ კოჟრი დიდი ზომისაა, ამ პროცედურის გამეორება დაგჭირდებათ რამდენჯერმე, რათა მთლიანად მოიშოროთ ის.

7.ნებისმიერი წიწვოვანი ჯიშის ფისი საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად. ფისდადებულ კოჟრს გადააკარით ლეიკოპლასტი, 24 საათის შემდეგ აუცილებლად გამოცვალეთ, კოჟრი კარგად უნდა დალბეს. დაახლოვებით 3-5 დღეში აქვს ეფექტი. დარბილებული კოჟრი ნელ-ნელა აიფხიკეთ, ბოლოს ის სრულიად მოშორდება კანს.

გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
როგორ განვიკურნოთ კოჟრების და ხორცმენტებისგან ხალხური მედიცინის დახმარებით
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!