დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში, დედის შემდეგ, №1 ადამიანები არიან

ალბათ გასაკვირი არავისთვის არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მშობელსა და შვილს შორის უდიდესი კავშირია, მაგრამ თითოეულის ცხოვრებაში არსებობს ისეთი ადამიანები, რომლებსაც სიყვარული და მზრუნველობა არ ენანება ჩვენთვის. ჩვენს ცხოვრებაში მშობლების შემდეგ მამიდები და დეიდები ნომერ პირველები არიან, ისინი ნამდვილად დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ადამიანებს უკავშირდება უამრავი კარგი, ტკბილი და სასიამოვნო მოგონება ჩვენი ბავშობიდან. როგორც ასეთი კარგი მამიდის ან დეიდის როლის შესრულება საკმაოდ დიდ სიყვარულსა და შრომას მოითხოვს.

ოჯახის წევრების სიმრავლე და მათი ერთმანეთისადმი მეგობრული დამოკიდებულება ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბებიებს, ბაბუებს ახლო ნათესავებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს დიდი როლი უჭირავთ ჩვენს ცხოვრებაში, ისინი ნამდვილად ვერ გაუტოლდებიან მამიდის ან დეიდის როლს, ჩვენს ცხოვრებაში, რადგანაც ეს ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში ის პირები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ და ბოლომდე გაუზიაროთ ჩვენი სიხარული თუ გასაჭირი და ისინი მუდამ მზად იქნებიან ჩვენს დასახმარებლად.

როგორია მამიდის და დეიდის როლი ბავშვის აღზრდა განვითარებაში

1. დეიდა და მამიდა არის ის ადამიანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებაზე სრულიად სხვა წარმოდგენას უქმნის. არ ესაუბრება ისე, როგორც დედა ან მამა ან, როგორი წარმოდგენებიც უნდათ მათ გვქონდეს ჩვენ. დეიდა მუდამ აგვიხსნის ამა თუ იმ ფაქტს ან მოვლენას, როგორც არის და არ მოგვაწვდის შელამაზებულ ვერსიებს, ეს კი ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

2. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მოდიან ჩვენთან მნიშვნელოვან დღესასწაულებზე და ჩვენი საჩუქრებით განებივრებაც არასდროს ავიწყდებათ.

3. მათ ბედნიერების განცდა მუდამ აქვთ, როდესაც ჩვენს სიახლოვეს არიან. მუდამ უხარიათ ჩვენი წარმატებები და განიცდიან ჩვენს კრახს, რომელიც ცხოვრების მანძილზე გვხვდება ხოლმე. ისინი არასდროს ჭორაობენ და განგვიკითხავენ სხვასთან.

4.  იმის გამო, რომ ისინი რიგ შემთხვევაში ხშირად ვერ გვნახულობენ მათთან შეხვედრა ყოველთვის დიდი დღესასწაულია, რადგანაც უზომოდ დიდ სითბოსა და დადებით ემოციას გადმოგვცემენ ყოველი შეხვედრისას, რომელიც ულევ კოცნასა და ჩახუტებაში გამოიხატება.

5. უმეტეს შემთხვევაში, როცა შვილები გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე თავიანთი პრობლემის გასაზიარებლად ან რჩევის საკითხავად მშობლებთან ვერ მიდიან ამ შემთხვევაში ბავშვები დეიდას ან მამიდას მიმართავენ, რადგანაც იციან რომ ისინი, მუდამ ყურადღებით მოუსმენენ და მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე საჭირო და ამავდროს სასარგებლო რჩევებს მიიღებენ მათგან.

6. ისინი ასევე გამოირჩევიან იმითაც, რომ მუდამ გვესაუბრებიან იმ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც ბავშვის სწორი და ჯანსაღი ფსიქიკის განვითარებისთვის არის საჭირო და რომელ თემებზე საუბარიც უმეტეს შემთხვევაში მშობლებთან არ გამოდის.

7. ეს ადამიანები ასევე ხშირად ითავსებენ ძიძაობის როლსაც და ზრუნვასთან ერთად უამრავ ბედნიერ წუთსაც გვჩუქნიან.

8. მათგან გაბრაზებასაც და ცუდ დამოკიდებულებასაც ვერასდროს იგრძნობთ, რადგანაც თქვენი გაბედნიერებისათვის მუდამ მზად არიან.

9. ჩვენს რეალობაში ოჯახში ახალი წევრის მატება ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მამიდისთვის და დეიდისთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებული გრძნობაა, ისინი ამ ფაქტით კიდევ უფრო ამაყნი და ბედნიერები არიან.

ამ სტატიაში ჩამოთვლილი მიზეზების და ფაქტების შეჯამებით მამიდების და დეიდების როლი ბავშვის სწორი აღზრდასა და განვითარებაში ნამდვილად განუზომელია. ადამიანების, რომლებსაც ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვენდოთ და დავეყრდნოთ.

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და კომენტარში დაწერეთ, რამდენად ეთანხმებით ჩვენს მოსაზრებას და ასევე არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
დეიდები და მამიდები ჩვენს ცხოვრებაში, დედის შემდეგ, №1 ადამიანები არიან
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!