ნიშნები, რომლებიც გვამცნობენ მსხვილი ნაწლავის ნაადრევ სიმსივნეს.

ყველას მოგეხსენებათ, რომ სიმსივნურვ დაავადებებთან ბრძოლა ძალზე რთული პროცესია და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არასასურველი შედეგით მთავრდება. მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ყველაზე გავრცელბული სახეობაა სიმსივნეებს შორის. მისი ნიშნები და სიმპტომები ძალიან გვიან ვლინდება, რასაც შესაბამის ყურადღებას არ აქცევნ ადამიანები. თვდაპირველად წარმოიქმნება პოლიპები, ესაა დადებითთვისებიანი წარმონაქმნი, რომლებმაც შეიძლება ნაწლავების სხვადასხვა ადგილას სიმსივნე გამოიწვიოს. ეს პრობლემა 10-15 ადრე ჩნდება, სანამ განვითარდება მსხვილი ნაწლავის სიმსივნე.

სკრინინგის ფარგლებში ექიმებს შეუძლიათ პოლიპების ამოცნობა და თავდაცვის მიზნით მისი ამოკვეთა. ქვემოთ გაგაცნობთ შესაბამის ფორმებს, რის მიხედვითაც გაერკვევით, მიეკუთვნებით თუ არა კოლერექტალური სიმსივნის რისკ-ჯგუფს და გჭირდებათ თუ არა პროფილაქტიკური ზომების მიღება.

ამ ნიშნებმა უნდა მიგანიშნოთ აუცილებელ გამოკვლევებზე!

50 წელზე ზემოთ

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად რისკი მატულობს, რაც კაცებში 69 წლის ასაკში ვლინდება, ქალებში კი – 75 წლის ასაკში.

თუ განავალში შენიშნეთ სისხლი

ეს განგაშის ნიშანია, რადგან სისხლის არსებობა უკვე დაავადების სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს.

პოლიპების ისტორია

პოლიპებმა, შეიძლება, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკი გაზარდოს, მაგრამ თუ ისინი ამოჭრილია, ექიმთან ნაწლავების მუშაობა უნდა გააკონტროლოთ.

გამოცემა Focus გვირჩევს, რომ დაკვირვება და რეგულარული  პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია. თუ პოლიპებს ადრეულ სტადიაზე შენიშნავთ, აუცილებელია მკურნალობის ჩატარება, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოთ.

მემკვიდრეობა

მოგეხსენებათ, რომ ეს დაავადება გენეტიკური თავისებურებებითაც გამოირჩევა. თუ  ოჯახში ნაწლავის სიმსივნე ვინმეს ჰქონდა,  თქვენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ!

კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი.

თუ ნაწლავების ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, აუცილებელია გამოკვლევა რეგულარულად ჩაიტაროთ, რადგან კოლიტი და კრონი სიმსივნის რისკს ზრდის.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
ნიშნები, რომლებიც გვამცნობენ მსხვილი ნაწლავის ნაადრევ სიმსივნეს.
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!