დედამთილის რეცეპტი, რომელიც 15 წელით უფრო ახალგაზრდა გარეგნობას მოგანიჭებთ!

ეს მეთოდი იაპონელებს ეკუთვნით. პროცედურა კანს აახალგაზრდავებს, მკვდარ უჯრედებს აცლის და გლუვს ხდის. თქვენც სცადეთ აუცილებლად!

სახე დაიბანეთ ჩვეულებრივად. თმა შეიკარით და მოემზადეთ პროცედურისთვის.

1 ნარევის მომზადება:

აიღეთ 1 ს/კ საპარსი ქაფი, დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა და აურიეთ.

მდუღარე წყლიან ქვაბში ჩაყარეთ გვირილის ყვავილები, დადგით ქვაბი მაგიდაზე, სახე ახლოს მიიტანეთ, პირსახოცი გადაიფარეთ და 5-7 წუთის განმავლობაში დაიორთქლეთ სახე.

შემდეგ წაისვით ნარევი. თვალის და ტუჩის გარშემო მოერიდეთ წასმას. აიღეთ რბილი ჯაგრისი და ცხელი წყლის ჭავლს შეუშვირეთ. გამოიყენეთ მხოლოდ რბილი ჯაგრისი. არსებობს სპეციალური სახის ჯაგრისებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ესეც გამოგადგებათ.

სახე გაისუფთავეთ რბილად და სიფრთხილით. განსაკუთრებით, ცხვირს და შუბლს მიაქციეთ ყურადღება. კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

სარკეში ჩახედვისას დაინახავთ, რომ სახე სუფთა გექნებათ, შავი წერტილები გამქრალი და კანი გლუვი.

2 ნარევის მომზადება

თქვენი კანის ტიპს შეურჩიეთ თიხა და მირამისტინი,ან ქლორჰექსიდინი( განსხვავება არაა, მხოლოდ ფასებში, ეს იაფი საშუალებაა)

აურიეთ ერთმანეთში, უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა, წაისვით სუფთა, სველ სახეზე. ტუჩის და თვალის ირგვლივ წასმას მოერიდეთ.

ნარევის გაშრობის შესაბამისად, სახეზე გაიჩერეთ 15-20 წუთი.

შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ პირსახოცით. ბოლოს წაისვით კრემი.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დედამთილის რეცეპტი, რომელიც 15 წელით უფრო ახალგაზრდა გარეგნობას მოგანიჭებთ!
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!