ეს მარტივად მოსამზადებელი სასმელი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. იგი შეიცავს მეტად საჭირო კომპონენტებს:
პექტინი- ეს გახლავთ ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას. ეხმარება ლიკოპეინის ნორმალიზებულ გამოყოფას. ლიკოპეინი კი თავის მხრივ ებრძვის ტოქსინებს, ნარჩენებსა და უარყოფით გარემოს. სადილის შემდეგ, ამ სასმელის რამდენიმე ყლუპის მიღებით, კვების დროს მიღებული კალორიების ნახევარს დაწვავთ.
გრეიფრუტის ელექსირი თქვენი სილამაზისთვის:
დაგჭირდებათ:
- 1 ცალი მწიფე გრეიფრუტი;
- 1 სუფრის კოვზი თაფლი ( ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული).
გრეიფრუტი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით : A, B, P და სასარგებლო ნივთიერებებით. იგი შეიცავს კალიუმსა და კალციუმს. გრეიფრუტის წვენი თვისებებით ლიმონის წვენს ჰგავს. აუმჯობესებს საკვების მონელებას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ხელს უწყობს ჯანსაღი თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებას. ასევე დადებით გავლენას ახდენს კბილებზე და ხელს უშლის ქვების ფორმირებას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იგი დიდი რაოდენობით ფლავანოიდებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას.
მომზადება:
სასურველია გრეიფრუტი ჯერ მაცივარში გააცივოთ. შემდეგ გამოიღეთ, ორად გაჭერით და კოვზის დახმარებით შიდა რბილობი გამოაცალეთ. გრეიფრუტის რბილობს დაამატეთ თაფლი, მოათავსეთ ბლენდერში და ერთგავრი კონსისტენციის მიღებამდე აურიეთ. მიიღეთ ეს სასმელი ლანჩიდან ნახევარი საათის შემდეგ.