მოგეხსენებათ სახსრების ტკივილი უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც რიგ შემთხვევაში გაუსაძლის ტკივილებთან არის დაკავშირებული. ამ სტატიაში მე მოგიყვებით საშუალებაზე, რომელიც წლების წინ გამიზიარა სამხედრო ექიმმა. მედიკამენტის დახმარებით იგი წლების განმავლობაში კურნავდა სამხედროებს სახსრების პრობლემებისგან, რადგანაც მათ მძიმე ფიზიკური დატვირთვის ქვეშ უწევდა ცხოვრება, რაც ზურგისა და სახსრების სერიოზულ პრობლემას იწვევს.
მედიკამენტის ეფექტურობა მრავალგზის გამოყენებით და სასურველი შედეგით არის დადასტურებული.
სახსრების საპოხის აღდგენაში ერთ-ერთი წამყვანი ჟელატინია. ეხლა უშუალოდ მოგიყვებით მედიკამენტის რეცეპტზე.
ინგრედიენტები
- 150გ საკვები ჟელატინი
- ცივი წყალი
მომზადების წესი
1. საღამოს 5გ ჟელატინი ჩაალბეთ ¼ ჭიქაში ცივ წყალში.
2. ჟელატინი ჩამბალ მდგომარეობაში გააჩერეთ დილამდე, ოთახის ტემპერატურაზე.
3. დილით მიღებული ჟელე, უნდა მიირთვათ უზმოზე.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების სრულ კურს შეადგენს 30 დღე, პაუზის გარეშე. გამოყენების დაწყებიდან ერთ კვირაში თქვენ უკვე გექნებათ საგრძნობი შედეგი.
აი რატომ არის ჟელატინი სახსრებისთვის უებარი წამალი.
ჟელატინი არის ცხოველური წარმომავლობის, ის მსხვილფეხა რქოვანი პირუტყვების შემაერთებელი ქსოვილებისგან მიიღება. მაგ: ძვლების, ხრტილების და სუფთა კოლაგენის დამუშავებით. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგენს პროლინსა და ჰიდროსიპროლინს, აღადგენს სისხლძარღვების მდგომარეობას და ასევე შიდა ბოჭკოებს. ჟელატინი ასევე აღადგენს და აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილებს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სახსრების პრობლემის დროს.
ჟელატინის დადებითი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობაზე
- წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან.
- აძლიერებს ძვლებს.
- არეგულირებს ჰორმონების დონეს, ასევე გეხმარებათ გახდომაში.
- აუმჯობესებს გონებრივ პროდუქტიულობას, შრომისუნარიანობას.
- აძლიერებს სისხლძარღვებს.
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას.
- ხელს უშლის ოსტეოპოროზს.
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აშორებს ყაბზობას.
- აუმჯობესებს მყესებისა და ხრტილების სიმკვრივეს და ამტანიანობას.
ჟელატინის უკუჩვენებები
ჟელატინი რიგ შემთხვევებში იწვევს შებერილობას, გულძმარვას, ვისაც კუჭის პრობლემა აქვს კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და თუკი ადამიანი მგრძნობიარედ ალერგიულია ამ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული ფონი.
ჟელატინის მიღება არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, რის გამოც თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ მას: თაფლი, მაწონი, ხილის წვენი, რომელიც პირში უსიამოვნო სუნის დარჩენისგან დაგიცავთ.