ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი – ,,საქორწინო”. დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე

ერთ დღესაც მე და ჩემი ქმარი შორეულ სოფელში ქორწილში მიგვიპატიჟეს. სუფრაზე სასწაულად გამოყვანილი კიტრის მჟავე იყო, რომელმაც ყველაზე უფრო მიიპყრო ჩემი ყურადღება. აღმოჩნდა, რომ რეცეპტი პატარძლის დედას ეკუთვნოდა. მეც არ მომერიდა და მაშინვე გამოვკითხე დეტალები. მან კი აი რა მომიყვა:

,,საქორწინო” კიტრის მჟავეს ძმრის გარეშე ამზადებენ მოსავლის აღებისთანავე. სოფელში, იყენებენ ჭის წყალს და არ ასტერილებენ. კიტრი ძალიან არომატული და ხრაშუნა გამოდის, მარტივი მოსამზადებელია და კარგადაც ინახება.

თუკი გგონიათ, რომ კიტრის მჟავე ვერ გაგაკვირვებთ, არ იჩქაროთ პასუხის გაცემა. რეცეპტი, რომელზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგანაც, პირადად, ,,საქორწინო” კიტრზე უფრო გემრიელი არასდროს არაფერი გამისინჯავს.

ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია სამლიტრიან ქილაზე. ხუთლიტრიანი ქილის შემთხვევაში, გააორმაგეთ ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • 2 კგ კიტრი
  • 100 გ მარილი
  • 1 ლ წყალი
  • 3 აყვავებული კამა
  • 1 ფოთოლი პირშუშხა
  • 1 თავი ნიორი
  • 4 შავი პილპილის მარცვალი
  • 3 სურნელოვანი პილპილის მარცვალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი
  • 1/4 წითელი წიწაკა
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 2 შავი მოცხარის ფოთოლი
  • 2 მუხის ფოთოლი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ კიტრი. ჩააწყეთ ცივ წყალში 2 საათით. წყალში ჩაწყობა საუკეთესო ხერხია, იმისათვის, რომ კიტრი უფრო ხრაშუნა გამოვიდეს.

2. კარგად გარეცხეთ ქილა, გასტერილება აუცილებელი არ არის.

3. ცივი გამდინარე წყლით გარეცხეთ კამა, პირშუშხას, ალუბლის, მოცხარის, მუხის ფოთლები. გათალეთ ნიორი.

4. ფოთლების ნახევარი, წითელი წიწაკა, ნიორი და სანელებლები ქილის ძირში ჩააწყეთ. ეცადეთ, მჭიდროდ ჩაალაგოთ კიტრი.

5. ჩაასხით წყალი ქვაბში, გააცხელეთ და გახსენით მარილი.

6. მარილწყალი ჩაასხით კიტრით სავსე ქილაში, დაალაგეთ დარჩენილი ფოთლები და დაახურეთ თავსახური.

7. მწნილის ცივად გასაკეთებლად ქილა 5 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. 5 დღის შემდე, გადმოასხით მარილწყალი, ბალახეული კი არ გადაყაროთ. მოაშორეთ კიტრს თეთრი ნადები და დაასხით დასალევი ცივი წყალი. ერთი თვის შემდეგ კიტრის მწნილი მზად იქნება.

რედაქტორის რჩევა

,,საქორწინო” კიტრის მარილწყალი მღვრიეა. თუ მასში თეთრი ნადები გაჩნდა, არ შეგეშინდეთ, ეს რძის მჟავაა, ბუნებრივი კონსერვანტი, რომელიც კიტრს ხანგრძლივად ინახავს. მირთმევამდე კიტრი წყალში გაავლეთ.

თუ გაქვთ კიტრის მწნილის მომზადების თქვენეული რეცეპტი, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი – ,,საქორწინო”. დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!