კოჟრები და ხორცმენტები – პრობლემა, რომელიც ხალხური მედიცინის საშუალებით მოგვარებადია

შეიძლება ითქვას, რომ კოჟრები ყოველი მეორე ადამიანის პრობლემას წარმოადგენს. ისინი თავს იჩენენ განსაკუთრებით მაშინ, როცა არაკომფორტული ფეხსაცმელი გვაცვია. ამიტომ, პირველ რიგშიფეხსაცმლის შეცვლაზე უნდა ვიზრუნოთ, ის უნდა იყოს ფართო და მოხერხებული.

კოჟრი – კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც ვითარდება მუდმივი ზეწოლის და ხახუნისგან. ისინი ყველაზე ხშირად ჩნდება ხელებსა და ფეხებზე. მას აქვს ფესვი, რომელიც ღრმად ჯდება კანში. ყოველ საღამოს 10 წუთიანი ცხელი წყლის აბაზანები ძალიან კარგია. აბაზანის შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი და ფეხები კარგად შეიმშრალეთ, ჩაიცვით სუფთა წინდა და ფეხსაცმელი. ცხელ აბაზანასთან ერთად კარგი საშუალებაა ნავთის აპლიკაციის გაკეთება 20-30 წუთი.ზოგადად, კოჟრის მოშორება იწყება საპნიანი და სოდიანი აბაზანებით. კანის დარბილების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მოცემული საშუალება.

რეცეპტები:

1.ვაზელინში შეურიეთ ქრისტესისხლას ბალახი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ქონიც 1;4 პროპორციით. მალამო მალე რომ არ გაფუჭდეს დაუმატეთ ცოტა კარბოლის მჟავა 0, 25 %. მიღებული მასა წაისვით კოჟრებსა და მეჭეჭებზე.

2.ცხელი წყლის აბაზანის შემდეგ კოჟრზე დაიდეთ გაჭრილი ლეღვი შიგნითა მხრიდან. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. ლეღვის ნახარში შეგიძლიათ დაიდოთ კოჟრზე, ასევე, ეფექტურია ლეღვის წვენი, თუ მას ყოველდღე წაისვამთ კოჟრის ადგილას.

3.კარგი საშუალებაა ბაბუაწვერას წვენი, რომელიც ისმევა კოჟრის ან ხორცმეტის ადგილას.

4.როცა კოჟრი მტკივნეულია, კარგი საშუალებაა ტომატპასტის ან მისი წვენის დადება.

5.გათლილი კარტოფილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიტანეთ მიღებული მასა მარლის საფენზე. კარტოფილის სისქე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები. საფენი უნდა გადაიკრას კოჟრის ადგილას, რომელიც 2 საათის შემდეგ იცვლება. კარტოფილის ფაფა ახალ-ახალი უნდა იყოს და ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, ტკივილის გაქრობამდე.

6.ქილაში ჩადეთ ხახვის ნაფცქვენი, დაასხით სუფთა ძმარი, ისე, რომ ფარავდეს ნაფცქვენს, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, შემოაკარით ძაფი და დააყოვნეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე.. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ნაფცქვენი, კარგად ჩამოწურეთ და დაიდეთ კოჟრის ადგილას. გარშემო კოჟრს წაუსვით ვაზელინი. ნაფცქვენი უნდა იყოს 2-3 მმ. სისქეზე. გადახვევა გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გაიკეთეთ ცხელი აბაზანა და ფრთხილად, ძალის გარეშე აიფხიკეთ კოჟრის ზედა ნაწილი. თუ კოჟრი დიდია, პროცედურა უნდა გაიმეოროთ რამდენჯერმე, მის მოშორებამდე.

7.ნებისმიერი წიწოვანი ხის ფისი საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად. ეფექტი აქვს 3-5 დღე. უნდა დაიდოს ღამით კოჟრზე, გადაეკრას ლეიკოპლასტი და 24 საათში შეიცვალოს. დადებამდე კოჟრი კარგად უნდა დალბეს.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
კოჟრები და ხორცმენტები – პრობლემა, რომელიც ხალხური მედიცინის საშუალებით მოგვარებადია
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!