თმის სწორად დაბანის ხერხები

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თმას სჭირდება სწორად დაბანა. უნდა გავითვალისწინოთ ბევრი დეტალები, მათ შორის წყლის სიხისტე დატემპერატურა. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს დასაბან საშუალებებს.

არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები უარყოფითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე, თუმცა შეიძლება მისი თავიდან აცილება, თუ თმას სწორად დავიბანთ.

შინაურული თმის სვლები

ამ სავლებს ჩვენი ბებიები იყენებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა შამპუნების მოძიება მარტივი არ იყო. ნატურალური საშუალებებიც კი შეიცავენ ისეთ დანამატებს, რომლებიც თმას დიდად არ წაადგება. ხშირად, აგრესიული შემადგენლობაც კი აქვს.

ამიტომ, უკეთესია სავლები ჩვენ თავად მოვამზადოთ. 1 ჭიქა ცხელ წყალში გავხსნათ 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. ნარევი წინასწარ უნდა მომზადდეს, დაბანამდე. ის ანახლებს თმას და ვიზუალურ მოცულობასაც სძენს.

პროპორციები იზრდება თმის სისქის და სიგრძის მიხედვით. ვაშლის ძმარი თმის დამარბილებელია, ხოლო სოდა-უვნებელი გამწმენდი. მათი გამოყენება სუფთა თმის რამდენიმედღიანი გარანტიაა.

თმის სწორად დაბანა შამპუნით და ბალზამით

თმა სუფთად რომ გამოიყურებოდეს 5 დღის განმავლობაში, დაბანისას უნდა დავიცვათ გარკვეული თანამიმდევრობა. პირველ რიგში ვივარცხნით მასაჟის სავარცხლით, შემდეგ დავისველებთ და სუფთა პირსახოცით შევიმშრალებთ. გადავივლებთ ძმრის ხსნარს თმის მთელ სიგრძეზე, დავიტოვებთ 3-5 წუთი და ბოლოს ჩამოვიბანთ თბილი წყლით.

შამპუნს ვისვამთ თმის ძირებში და მასაჟისებური მოძრაობით შევიზელთ. ჩამობანის შემდეგ პროცედურას კვლავ ვიმეორებთ. კონდენციონერს ვისვამთ თმის ბოლოებზე, დავიტოვებთ 3-5 წუთი და ჩამოვიბანთ. თმას ვიმშრალებთ პირსახოცით და დავაცდით, რომ თავად გაშრეს.

გოგონები ხშირად შამპუნის მაგივრად სოდას იყენებენ!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
თმის სწორად დაბანის ხერხები
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!