ქლოროფილიფტი
როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი
ქლოროფილიპტს უწოდებენ „ზურმუხტისფერ“ სასწაულს და ეს გასაკვირი არცაა.
ესაა მცენარე, რომელიც დიდი ხანია ცნობილია მისი სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
სახელიც მის ნატურალობას ადასტურებს. შემადგენლობაში შედის მცენარე ქლოროფილის პიგმენტი და ევკალიპტი. მას აქვს უნიკალური ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამის წყალობით მედიცინაში ცნობილია, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. „ ქლოროფილიპტში“ მცენარის ფოთლების ექსტრაქტი და დამხმარე ნივთიერებები გამოიყენება , როგორიცაა, ზეთი, სპირტი და სხვა.
პრეპარატი რამდენადაც მცენარეულია, შეიძლება მას გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეს – სიწითლე, გამონაყარი, ქავილი და წვის შეგრძნება. სანამ გამოიყენებთ, მანამდე ჩაიტარეთ ტესტირება მგრძნობიარობაზე. წამლის მიღებამდე კი გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
როგორ გამოვიყენოთ ქლოროფილიპტი ყელი ტკივილის, ფარინგიტის და რესპირატორული ინფექციების დროს
1 ს. კ. სპირტ-ხსნარი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს და გამოივლეთ ყელში დღეში 4-5-ჯერ, საკვების მიღების ინტერვალებში. გამოვლებასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ საწუწნი აბები და სპრეიც. ისინი შესანიშნავ შედეგს მოგცემენ.
ანგინის და ტონზილიტის დროს
ზეთოვან ხსნარში დაასველეთ ბამბა და ნუშურა ჯირკვლები დაიმუშავეთ დღეში 3-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში. ჯობია ყელში გამოივლოთ სპირტის ნაზავი( 1 ჩ. კ. 150 მლ. თბილ წყლზე ) მიღებული ნაზავი ყელში შეისხურეთ შპრიცის დახმარებით. ასეთი ხერხი რეკომენდირებულია ქრონიკული დაავადების შემთხვევაშიც.
ქლოროპილიტი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც:
სახის გამწმენდი ნიღაბი თეთრი თიხით
1 ს. კ. თეთრი თიხა(კაოლინი) განაზავეთ ცივ წყალში სქელი არაჟნის მასის მიღებამდე. დამატეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარის 4 წვეთი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე 15 წუთი. ჩამოიბანეთბ თბილი წყლით და რაიმე დამატენიანებელი კრემი წაისვით ბოლოს.
ეს ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს. განსაკუთრებით ცხიმიან და ფორებიან კანს.
თქვენ უკვე იცით ქლოროპილიპტის მრავალმხრივი გამოყენების შესახებ. სცადეთბ ერთ-ერთი ვარიანტი და გაგიკვირდებათ, რამდენად ეფექტური და მრავალფეროვანია ეს მეტად იაფი საშუალება.
თუ მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია, გაუზიარეთ მეგობრებსაც, რათა მეტი შეიტყონ ამის შესახებ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზეს და დღეგრძელობას!