დღეს-დღეისობით ფრინველის ნატურალური ხორცი ჩვენს სუფრაზე ნამდვილად გაიშვიათდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ხშირად ვყიდულობთ გაყინული ქათმის ხორცს მაღაზიაში. გასაყიდად გამზადებული ფრინველები ძირითადად მარცვლეულით აღარ იკვებებიან, როგორც ეს ჩვენი ბებიების მიერ სოფელში ხდებოდა. მარცვლეულის ნაცვლად მათ შერეული წარმოების საკვებს აძლევენ, როგ შემთხვევებში კი ანტიბიოტიკებით, ან სხვა სახის ქიმიური საშუალებებით ცდილობენ მათი წონის გაზრდას.
ასეთი სახის ქიმიური ნივთიერებები სხეულში დიდი ხნის მანძილზე რჩებიან, თუმცა, იმის განსაზღვრა, თუ რომელი ხორცია ჯანმრთელი და რომელი მავნებელი, ნამდვილად რთულია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ მაღაზიაში ნაყიდი ქათმის ხორცის ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდაში.
მეთოდი პირველი
მაღაზიის ქათმის ნახარშის საკვებად გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ასეთი წვნიანი შეუძლებელია, სასარგებლოდ მოვიხსენიოთ. უკეთეს შემთხვევაში იგი არაფერს გავნებთ. უარეს შემთხვევაში კი, თქვენს ორგანიზმში სახიფათო ნივთიერებები აღმიჩნდება. უმჯობესია თუ ქათამს ორჯერ მაინც მოხარშავთ. პირველი ნახარში კი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ.
მეთოდი მეორე
უმჯობესია თუ ქათამს დაჭრილ მდგომარეობაში მოხარშავთ. მავნე ნივთიერებები გროვდება თირკმელებში, ღვიძლში, კურტუმში და კანში. ამრიგად, ქათმის ამ ნაწილების მირთმევას არ გირჩევთ.
მეთოდი მეოთხე
რეკომენდირებულია, თუ ქათამს სპეციალურ სითხეში ჩაალბობთ მოხარშვამდე. ამის გასაკეთებლად აირეთ ერთი ლიტრი დასალევი წყალი, 2 ს/კ მარილი და ნახევარი ლიმონის წვენი. შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და მოათავსეთ ქათამი სითხეში დაახლოებით 1.5 – 2 საათით. ამის შემდეგ, სითხე გადაწურეთ. უკეთესი შედეგისთვის, პროცედურა კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გაიმეოროთ. დასალევი წლის ნაცვლად შეგიძლიათ მინერალური წყალი გამოიყენოთ. ეს არა მარტო გაწმენდს ფრინველის ხორცს, არამედ გამოიწვევს მის დარბილებასაც.
არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება! მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ახლობლებს და მეგობრებს, რათა ყველამ აარიდოს მავნე პროდუქტებისგან მიყენებულ ზიანს თავი