მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი თერაპიული სტრატეგია ესტროგენ-რეცეპტორის დადებითი ძუძუს კიბოს(ER+) სამკურნალოდ, ასევე ისეთი სიმსივნისთვის, რომელიც სტანდარტული მკურნალობის მიმართ მდგრადია და ეს კვლევა გამოაქვეყნეს Journal of Endocrine Society-ში.
ER+ სარძევე ჯირკვლების სიმსივნე ამ კატეგორიის სიმსივნის შემთხვევების 75%-ს შეადგენს. მკვლევარების აზრით, ანდროგენ-რეცეპტორის გაზრდილი აქტივობა ამცირებს სიმსივნის ზრდას. ანდროგენ-რეცეპტორი – ესაა ცილის რაოდენობა კაცის და ქალის უჯრედებში, რომლებსაც მამაკაცური ჰორმონები და ტესტოსტერონი მუშაობის გასააქტიურებლად უკავშირდება.
ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორის, უენ ტილის აზრით, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ანდროგენ-რეცეპტორი ძუძუს კიბოს ავთვისებიანობას უწყობს ხელს, როგორც ეს პროსტატის სიმსივნის დროსაა.
თუმცა, პროფესორი ამტკიცებს, რომ ესვ არ ეხება ER+ სარაძევე ჯირკვლის სიმსივნეს. ანდროგენ-რეცეპტორი მოქმედებს როგორც სიმსივნის სუპრესორი.
სამედიცინო ბაზარზე არსებობს დამტკიცებული მედიკამენტები, რომლებიც ააქტიურებენ ანდროგენ-რეცეპტორებს და მათი გამოყენებით მკურნალობაც აუცილებლად დაიტესტება.