კენჭების დაშლის უნიკალური მეთოდები

დედამიწაზე 200 მილიონ ადამიანზე მეტი იტანჯება კენჭოვანი დაავადებებით. მის აღმოსაფხვრელად მიმართაქვენ ხალხურ მეთოდებს, დიეტებს და ოპერაციულ ჩარევებს. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მეთოდებზე.

რატომ და რა აჩენს კენჩს?

მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არაა დადაგენილი მიზეზი, თუ საიდან ჩნდება კენჭები, თუმცა მისი შესწავლა მიმდინარეობს 100 წელზე მეტია.

დაავადება მნიშვნელოვნად იზრდება, როცა არსებობს შემდეგი ფაქტორები:

  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
  • უხარისხო სასმელი წყალი, რომელშიც ზედმეტი კალციუმია
  • არაბალანსირებული კვება(ცხარე და მჟავე საკვები, ცილოვანი)
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა    
  • შარდის გამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებები
  • ინტოკსიკაცია
  • გაუწყლოება

დაავადების სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში, პაციენტთა გარკვეულ რაოდენობას საშარდე გზები არ ებლოკება და შესაბამისად ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ძირითადი სიმპტომი არის ტკივილი. ტივილი არის ყრუ, ზოგჯერ მკვეთრი და ძნელად მოსათმენიც. ასეთ ტკივილებს პაციენტი გრძნობს მსუბუქი დატვირთვისას და უმოძრაობის დროსაც. ვითარდება ჰემატურია(სისხლი შარდში), ინფექციური პროცესისას კი-პიურია(სისხლში ჩირქი)

კენჩების გამოსვლისას შეიძლება გაჩნდეს თირკმლის კოლიკები, რომელსაც ახლავს გაუსაძლისი ტკივილები. აღინიშნება თანმდევი გილისრევა და წნევის მატება, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, რის შედეგადაც, შესაძლებელია აუცილებელი ოპერაციული ჩარევა.

სამკურნალო მეთოდები:

მკურნალობის არჩევა დამოკიდებულია კენჭის შემადგენლობაზე, ზომასა და მის ადგილმდებარეობაზე. პატარა ზომის შემთხვევაში ანაწევრებენ და მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს:

  • ანტიბიოტიკები
  • სპაზმალიტიკური პრეპარატები(ბარალგინი, ნო-შპა)
  • დიეტა
  • ფიტოთერაპია(უროლესანი)
  • ფიზიოთერაპევტული პროცედურები

საშუალო ზომის კენჭების მოშორება ხდება უკონტაქტო ლიტოტრიპსიით, ანუ, ელექტრომაგნიტური ტალღებით. დანაწევრებული კენჭები თავისით გამოიყოფა ორგანიზმიდან.

კონსერვატიული თერაპიის  დროს, ბუნებრივი გზით კენჭის გამოდევნის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხდება ქირურგიული ჩარევა. კენჭი ნადგურდება ლაზერით, ულტრაბგერით, ელექტრომაგნიტური ზემოქმედებით.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
კენჭების დაშლის უნიკალური მეთოდები
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!