ფეტვის ბურღული-ეს მარცვლეული ყველას აქვს სამზარეულოში, როგორც პროდუქტი, თუმცა მას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ის კურნავს უამრავ დაავადებას! მწეველები კი მისი გამოყენების შემდეგ, მოწევას თავს ანებებენ!
ფეტვის მარცვლები შეიცავს მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და კალიუმს. ფეტვს გააჩნია ოფლმდენი და შარდმდენი მოქმედება, იყენებენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, აძლიერებს დაზიანებულ და მოტეხილ ძვლებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და რბილ ქსოვილებს აერთიანებს.
ფეტვი აძლიერებს კუნთოვან სისტემას, ზრდის ენერგიას და კურნავს ღვიძლის დაავადებას!
ფეტვის ბურღულს გააჩნია სამკურნალო თვისებები. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მასში გვხვდება სპილენძი და მანგანუმი, ამიტომ გააჩნია სისხლის წარმოქმნის უნარი. ამასთანავე, მაგნიუმი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას.
ფეტვს შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს ნარჩენი ანტიბიოტიკები, ამით კი მცირდება სიმსივნის ზრდა. ფეტვის ფაფის მიყება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკების მიღების დროს.
ფეტვის ფაფა გამოიყენება ღვიძლის, ნერვული სისტემის, ანემიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს.
ფეტვის ფაფა გამოიყენება კულინარიაში. ფართოდ იყენებენ ტურისტული წვნიანის მოსამზადებლად.
- 100 გრ. მარმუჭის ახალი ფოთლები
- 40 გრ. ფეტვი
- კარაქი
- მარილი
ფეტვის გამოყენება ხალხურ მედიცინაში:
პანკრეატიტის დროს
ემალის ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა ფეტვი, დაასხით 2 ლიტრა წყალი, კარგად მოხარშეთ. ცალკე გახეხეთ 1 ჭიქა გოგრა და ფეტვს შეურიეთ. კიდევ ხარშეთ 3-5 წუთი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 1ჩ/კ მზესუმზირის ზეთი და მიირთვით ვახშამზე.
მკურნალობის კურსი გრძელდება 3 კვირა. სამკურნალო ვახშამი 10 დღის შემდეგ კიდევ გაიმეორეთ. ამით კუჭქვეშა ჯირკვლის ქვეშ ანთებითი პროცესები მნიშვნელოვნად შემცირდება.
ეს რეცეპტი გამოიყენება ქათმის სიბრმავის დროსაც.
გულის დაავადებების დროს:
ფეტვი მოხალეთ ძალიან ძლიერ ცეცხლზე, ისე, რომ ფერი არ შეეცვალოს. აიღეთ 1/3 ჭიქა ფეტვი, გარეცხეთ და დაასხით 750 მლ წყალი, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. ბოლოსბ დაუმატეთ მარილი და თაფლი გემოვნებით.
ფეტვი კალიუმით მდიდარია და მისი მიღება რეკომენდირებულია ყოველდღე. იგი გულის მუშაობას ასტიმულიორებს. შეგიძლიათ, ყველა კერძს დაუმატოთ ილი.
ფეტვი გამოდევნის სოლიტერს:
1 უმი კვერცხის გულს დაუმატეთ 1 თავი ნიორი და 1 მუჭა ფეტვი. დააქოცმაცეთ და აურიეთ გაფილტრულ წყალში, სანამ არ მიიღებთ თხევად მასას.
დალიეთ ერთი მოსმით. ასეთი ნარევის ერთხელ დალევით შეძლებთ სოლიტერის გამოდევნას.
ცისტიტის სამკურნალოდ:
გაწმინდეთ ნახევარი ჭიქა ფეტვი და გარეცხეთ. ჩაყარეთ ლიტრიან ქილაში და დაასხით 1 ჭიქა ან ანადუღარი, ან ოთახის ტემპერატურის წყალი. შეანჯღრიეთ ხელით, წყალი მიიღებს მოთეთრო ფერს და სწორედ ის უნდეა დალიოთ.
დალიეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ-ერთ დღეში. საშარდე ბუშტის და არხის ტკივილები დაუყონებლივ გაქრება. კურსი, მინიმუმ 2 კვირა უნდა გააგრძელოთ ცისტიტის სრულად დასამარცხებლად. გამოყენებული ფეტვით შეგიზლიათ ფაფა მოხარშოთ-ის მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
ჰაიმორიტის და კბილის ტკივილის დროს:
ტომარაში ჩაყარეთ მოხალული, თბილი ფეტვი და მტკივან ადგილზე დაიდეთ
თუ ფეტვი არ გაქვთ, შეგიძლიათ ტომარაში ცხელი მარილი ჩაყაროთ.
დიაბეტის დროს:
ფეტვი გარეცხეთ გამდინარე წყალში და გააშრეთ. დაასხით მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და დღეში მიიღეთ 3-ჯერ ნახევარი ჭიქა, კვების შუალედებში/
მეჭეჭების მოსაშორებლად:
10-25%-იან მოუმწიფებელი ფეტვის სპირტიან ნაყენს ყოველ 1-3 საათში იყენებენ. 3-5 დღის განმავლობაში ისვავენ მეჭეჭებზე.
ქრისტეესისხლაც ეფექტურია მეჭეჭების მოსაშორებლად. ასევე;ქერის თესლის 50%-იანი ნაყენი, ქაცვის ქერქი, ოროვანდი, აბზინდა, კომბოსტო, მოცვის კენკრა, ევკალიპტის სპირტიანი ნაყენი, კოლხამინოვის 50%-იანი მალამო და თეთრი ლეშურას ფესვების მალამო(1:4)
ნაღვლის და ღვიძლის დაავადებების დროს:
ფეტვის და რბილი გოგრის ყოველდღე ჭამა სასარგებლოა კოლიტის დროს, აგრეთვე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ნაწლავების სუსტი ფუნქციის და შეშუპების დროს.
თამბაქოს მოწევისგან თავი დასანებებლად:
აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ფეტვი, ქერი, შვრია და ჭვავი. 1 ლიტრინ წყალი დაასხით 400 გრ. ნარევს, გააჩერეთ ღამით და დილით მიიღეთ ადუღებამდე.ხარშეთ 10ნ წუთი. შემდეგ შეფუთეთ და 1 დღე გააჩერეთ. გადაწურეთ თავის ნარჩენებიანად.
ნაყენი დალიეთ დღეში 5- ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სანამ თამბაქოს მოწევი მიმართ ზიზღის გრძნობა არ გაგიჩნდებდათ.
ცილების შესამცირებლად შარდში:
გარეცხილ ფეტვს დაასხით მდუღარე წყალი და შეფერილობამდე აურიეთ. გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ სითხე გადაასხით ჭიქაში.
ეს ნაყენი თანაბარი პროპორციით მიიღეთ დღეში რამდენჯერმე. მკურნალობა შედეგს არ დააყოვნებს. ანალიზები აჩვენებს, რომ ცილები შარდში ნორმალურ დონეზეა.
ბუასილის სამკურნალოდ:
სრული კურსისთვის დაგჭირდებათ 6-8 კგ. ფეტვი. სამლიტრიანი მინის ქილის მესამედიბ თ აავსეთ გარეცხილი ფეტვით, დაასხით მდუღარე წყალი ედა ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ 4 დღე. წყალში გადავა ფეტვის სამკურნალო თვისებები.
მიიღეთ დღეში 3-ჯერ 200 მლ. მკურნალობის დროს სხვა ქილაში მოამზდეთ ახალი ნაყენი, რათა კურსი არ გაწყდეს. მთელი კურსი გრძელდება 20-30 დღე შესვენების გარეშე. სისხლდენა შეწყდება და კვანძებიც ნელ-ნელა გაქრება. შედეგის გასამყარებლად 1 კვირაში კურსი გაიმეორეთ.
უკუჩვენება და გაფრთხილება:
კოლიტის მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში, მოსალოდნელია ყაბზობა. ამიტომ, სათანადო ზომები უნდა მივიღოთ. გასტრიტის დროს მომატებული მჟავიანობის დროს, შეიმჩნევა გულძმარვა.