ადამიანები თევზის ქონს დიდი ხანია მოიხმარენ ჯანმრთელობის გასამაგრებლად. -განსაკუთრებით- ქალები, ბავშვები და მოხუცები.
თევზის ქონი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. მას უნიკალური შემადგენლობა აქვს. შეიცავს: ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9. ცხიმოვან მჟავებს- A, E, D ვიტამინებს., ორგანულ მჟავებს და მინერალებს. თევზის ქონს სფეციპიკური სუნი და გემო აქვს თხევად მდგომარეობაში, ამიტომ მისი კაფსულის სახით მიღება უმჯობესია.
თევზის ქონს ზღვის თევზისგან იღებენ, კერძოდ, ღვიძლისგან და კუნთებისგან. მისი ბდადებითი თვისებები ოდითგან შეისწავლება, დღეს კი დამტკიცებულია, რომ მისი მიღება ხელს უწყობს: გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას, ამსუბუქებს ათეროსკლეროზის სიმპტომებს, ასუფთავებს სისხლძარღვებს. გვიცავს სტრესის ნეგატიური გავლენისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. აძლიერებს ძლოვან სისტემას, განსაკუთრებით, 40-50 წლის ზემოთ. ახდენს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას.
თევზის ქონი არაჩვეულებრივია სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ მისი მიღების დოზები.
პრეპარატი მიიღება:
1.კბილების ნელი ზრდის
2. კანის პრობლემების.
3. კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიის დროს
3. ძვლების ტრამვის და მოტეხილობის დროს.
4. ავიტამინოზის
5. რაქიტის.
6. რესპირატიული ინფექციების დროს
7. მხედველობის პრობლემის.
თევზის ქონს პროფილაქტიკისთვის იყენებენ სიმსივნის, ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის და ფსორიაზის დროს
ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიღება არ შეიძლება, მხოლოდ მისი რეკომენდაციით ხდება სწორი დოზის დანიშვნა.
პრეპარატი აკრძალულია-კენჭოვანი დაავადებების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ტუბერკულიოზის, კალციუმის, D,A ვიტამინების სიჩარბის დროს.
მიღების წესები:
. თევზის ქონის მიღების წესი დამოკიდებულია ადამიანმის ჯანმრთელობაზე და მის ასაკზე.
. დღეში ნიშნავენ 1-2 კაფსულას, კურსი კი არ აღემატება 1 თვეს. ქალბატონებმა 45+ ასაკით კურსი წელიწადში 2-3-ჯერ უნდა გაიმეორონ. მის მიღებამდე კი რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.
. კაფსულა მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამი შემდეგ.
. შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას.
. კაფსულასში Eვიტამინის არარსებობის შემთხვევაში, დაამატეთ.
. არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი.
საკვები დანამატის მიღებამდე ინსტრუქცია წინსწარ კარგად წაიკითხეთ!