სასიკვდილო ვირუსი – ქალს, რომელმაც თავის ძაღლს აკოცა, ოთხივე კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა

ოჰაიოას მკვიდრმა ქალმა, მარი ტრეინერმა იმის გამო, რომ თავის ძაღლს აკოცა, ფეხის ტერფები და ხელის მტევნები დაკარგა. ექიმებს სხვა გზა, სასიკვდილო ვირუსის შესაჩერებლად, არ ჰქონდათ. ამის შესახებ CNN იუწყება.

მარი ტრეინერი შვებულებიდან დაბრუნდა და ორ დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო. 

პირველი სიმპტომები წელის არეში ტკივილი და გულისრევა იყო, რასაც მაღალი ტემპერატურა დაერთო. 9 დღის შემდეგ, საავადმყოფოში, ანესთეზიიდან გამოსულმა ქალმა შეიტყო, რომ ოთხივე კიდური ამპუტირებული ჰქონდა. 

ექიმებმა დაადგინეს, რომ მძიმე სეფსისი პაციენტს შვებულებაში ყოფნისას, ტროპიკული ინფექციისგან კი არ განუვითარდა, არამედ ბაქტერიისგან -Capnocytophaga canimorsus. სახლში დაბრუნებულმა ქალმა თავის გერმანულ ნაგაზს აკოცა, რომელიც აღნიშნული ბაქტერიით იყო დაინფიცირებული, სავარაუდოდ, ღია ჭრილობის ლოკვის გამო. 

CNN-ის ცნობით, უგონოდ მყოფი ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, პაციენტს ხელებზე და ფეხებზე განგრენა განუვითარდა, სისხლძარღვებში კი, მრავლობითი თრომბი. ინფექცია გავრცელდა ცხვირის წვერზე, სახესა და ყურებზე.

ბაქტერიული კვლევით დადგინდა, რომ ეს იყო მიკრობი Capnocytophaga canimorsus.

მიუხედავად ამისა, ქალი არ აპირებს თავის ოთხფეხა მეგობართან განშორებას. მას სახლში ორი გერმანული ნაგაზი ჰყავს, რომლებიც საავადმყოფოშიც კი მიუყვანეს სანახავად. მარი ტრეინერი ამბობს, რომ თავის ძაღლებთან შეხვედრა ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. ტრეინერმა 8 ოპერაცია გადაიტანა, პროთეზების შერჩევის შემდეგაც კი, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება. ექიმების თქმით, ეს იყო ინფექციის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა. 

ამ დროისთვის, ქალის ოჯახმა შემოწირულობების შეგროვება დაიწყო შემდგომი ოპერაციისა და პროთეზებისთვის.

ბაქტერია Capnocytophaga canimorsus-ით ადამიანი იშვიათად ავადდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, ის სისხლძარღვთა სისტემაში აღწევს და მძიმე სეფსისს იწვევს.  

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ძაღლების 74% აღნიშნული ბაქტერიის მატარებელია. ბაქტერია ცხოველის პირის ღრუში იბუდებს. 

ეს არა რის პირველი შემთხვევა, როდესაც ექიმები იძულებული გახდნენ, მოეხდინათ კიდურების ამპუტაცია ადამიანისთვის, ვინც ძაღლისგან დაავადდა. 2018 წელს ვისკონსინში მცხოვრებ მამაკაცს ოთხივე კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა, ის მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ძაღლმა სახე აულოკა. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, მკაცრად დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები ძაღლებთან ურთიერთობის დროს, არ აკოცონ  ცხვირზე, ან პირის ღრუში, არ მისცენ მათ უფლება, აულოკონ სახე, ან ჭრილობა. ძაღლთან კონტაქტის შემდეგ, კარგად დაიბანონ ხელები. 

გააზიარეთ ეს სტატია, რათა ყველა ინფორმირება შევძლოთ!

წყარო: infopostalioni.com

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
სასიკვდილო ვირუსი – ქალს, რომელმაც თავის ძაღლს აკოცა, ოთხივე კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!