ფერიმჭამელები და შავი წერტილები – თინეიჯერების და არა მხოლოდ თინეიჯერების მუდმივი პრობლემა! ჩვენ გასწავლით სასწაულმოქმედ გზებს მათგან თავის დასაღწევად

სახის კანზე, განსაკუთრებით კი ცხვირზე გაჩენილი შავი წერტილები ნებისმიერ ასაკში ნაცნობი პობლემაა, მათი მოშორების არაერთი გზაც გიცდიათ,  თუმცა, შეიძლება არ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ საიდან და რატომ ჩნდებიან?

ამ სტატიით სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს და წარმოგიდგენთ გზებს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ კანის დაცვას მსგავსი უსიამოვნო წარმონაქმენებისგან.

როდესაც უჯრედებს სუნთქვის საშუალება ეკარგებათ, სახის დამაბინძურებელი ნაწილაკები გროვდება და იწყება კანის პრობლემები. ცხვირი კი ისეთი მიდამოა, რომელიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ექცევა.

შავი წერტილების გამომწვევი მიზეზი:

1.ყველაზე მთავარი პრობლემა – გენეტიკაა. თუ თქვენს წინამორბედ თაობას ეს პრობლემა ჰქონდათ, ის თქვენც აუცილებლად შეგახსენებთ თავს.

2.ჰორმონების დისბალანსი.

3.ზეთიანი კანი.

4.კანის მოვლის არასწორი პროცედურები

5.არასწორი კვება

რა ხერხებით უნდა მოვუაროთ კანს?

აუცილებელლად შეარჩიეთ ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ზეთებს. თუ ყოველდღე იყენებთ კოსმეტიკას, სახე დღეში მინიმუმ 2 – ჯერ დაიბანეთ. ვარჯიშების შემდეგ არ დაგავიწყდეთ სახის წყლით ჩამობანა. თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, რომლებიც სახის კანის ზელვას ითვალისწინებს.

შავი წერტილების მომრავლების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. სხვა შემთხვევაში კი ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშულებები სცადეთ:

ჩაის ხის ზეთი

სახე კარგად დაიბანეთ და დააცადეთ გაშრობა ( უნდა გაშრეს თავისით და არა პირსახოცით ). 2 სუფრის კოვზ წყალში გახსენით 2 წვეთი ჩაის ზეთი, კარგად აურიეთ და ბამბის საშუალებით წაისვით მთელ სახეზე.

ეს პროცედურა გაიკეთეთ ყოველდღე, ძილის წინ. ჩაის ხის ზეთი არის ანტიბაქტერიული შემადგენლობის, რომელიც კანში ბაქტერიების დაგროვებას ხელს უშლის.

ვაშლის ძმარი

2 სუფრის კოვზ გამოხდილ წყალში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ამ ნარევში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ მთლიანი სახე.

დაელოდეთ, რომ თავად გაშრეს. შემდეგ წაისვით კანის დამარბილებელი საშუალება. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ. ამ ფორმით კანის მოვლა მისი უჯრედების შეშუპებას ეწინააღმდეგება.

თუ ხართ მწეველი, ეცადეთ თავი დაანებოთ ამ მავნე ჩვევას და შეარჩიოთ ჯანსაღი კვების რეჟიმი. ასე მნიშვნელოვნად დაეხმარებით თქვენს სახის კანს მუდმივად რომ იბრწყინოს. მოერიდეთ ზედმეტი რაოდენობით ტკბილი და ცხიმიანი კერძების მირთმევას. ისინი ნყველაზე მეტად უწყობს ხელს შავი წერტილების წარმოქმნას.

გაუზიარეთ ეს სტატია  მეგობრებსაც და თქვენი დახმარებით ისინიც მოიგვარებენ ამ პრობლემას.

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
ფერიმჭამელები და შავი წერტილები – თინეიჯერების და არა მხოლოდ თინეიჯერების მუდმივი პრობლემა! ჩვენ გასწავლით სასწაულმოქმედ გზებს მათგან თავის დასაღწევად
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!