მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ!

ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი, ხშირ შემთხვევაში იწვევს ზურგის  ტკივილს. სპორტდარბაზების სიძვირის გამო, შეგიძლიათ ვარჟიშები სახლშიც გააკეთოთ. ამისთვის კი დაჭირდებათ, სულ რაღაც 10 წუთი. წარმოგიდგენთ ვარჯიშების სიას, რომლებიც მტანჯველ ტკივილებს ჩაგიცხრობთ.

ამ ვარჯიშებში ერთიანდება ციგუნი და იოგა, რომელიც აჯანსაღებს სახსრებს.

ვარჯიში ზურგის კუნთებისთვის

ეს ვარჯიშები უმჯობესია შეასრულოთ დილის 8 საათამდე. დაგჭირდებათ 1 წუთი თითოზე და მყარი, მაგარი ზედაპირი.

1.”ბოძი თოკებით

ეს ვარჯიში დაგეხმარებათ მხრების და ზურგის მოდუნებაში. ხელები უნდა გაიქნიოთ განზე, თან ატრიალეთ ტანი. ინტენსივობა გაზარდეთ თანდათან.

2. „ყანჩა“

ამ ვარჯიშის შესრულებისას უმჯობესია ფეხზე გაიხადოთ. ვარჯიში ამტკიცებს იმუნიტეტს და ტკივილის მიზეზს კურნავს.

ერთ ფეხზე დადექით, მეორე აწიეთ დედამიწის პარალელურად. ტერფები დაჭიმეთ. ხელი, რომელიც აწეული ფეხის მხარესაა, წინ გაჭიმეთ, მეორე კი, დაბლა დაუშვით. მოიქეცით ისე, თითქოს 2 ბურთს ეყრდნობით. ასე გაჩერდით რამდენიმე წამი. დახუჭული თვალებით წონასწორობის შესანარჩუნებლად 3-5-ჯერ აიწიეთ ფეხისსწვერებზე.

3.“გორგოლაჭი“

ეს ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც ხსნის ხერხემლის დაჭიმულობას. იატაკზე დაჯექით პეპლისებურად, ზურგით მრგვალ ფორმაში. გადაიხარეთ იატაკისკენ, იკატავეთ ასე. შემდეგ ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გააკეთეთ მინიმუმ 12-ჯერ.

4.“ჩაქუჩი“

ამ დროს მოძრაობაშია ზურგის ზედა ნაწილი. ეს ვარჯიში გააკეთეთ წინა ვარჯიშის შემდეგ. ზურგზე დაწექით, მხრებს ჩაავლეთ ხელები, ზემოთ აიწიეთ და დაამრგვალეთ მხრები. ზურგი დაუკაკუნეთ ზედაპირს. ხელები მხრებზე პერიოდულად ცვალეთ. გაიმეორეთ 12-ჯერ. თითო ხელზე 6-ჯერ.

5.წამოწევა

ეს ვარჯიში ყველაზე მარტივია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ზურგზე დაწოლილი

მდგომარეობით თითები გადააჯვარედინეთ და ზემოთ აიწიეთ. ისუნთქეთ თავისუფლად,

ფეხები გაჭიმეთ. დააყოვნეთ ასე რამდენიმე წამი. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში

შეგიძლიათ შეასრულულოთ მდგომარე პოზიციაშიც, ფეხის წვერებზე.

6.“სანთელი“

ეს არის იოგას ვარჯიში, რომელიც დაგიცავთ ვარიკოზებისგან და გაგიუმჯობესებთ

მეხსიერებას.

ზურგზე დაწექით, დაჭიმეთ ბარძაყები და ფეხები აწიეთ მაღლა. დაჭიმეთ  ტერფები და

დაიჭირეთ ბარძაყები. ასე გაჩერდით რამდენიმე წამი. შემდეგ ფეხები გადაუშვით უკან და

ხელები ზემოთ გაჭიმეთ.

7.“კობრა“ და „სფინქსი“

ეს ვარჯიში აუმჯობესებს ხერხემლის მოქნილობას. მუცელზე დაწოლილი მდგომარეობით

ხელები გაჭიმეთ, აწიეთ ტანის ზედა ნაწილი, ზურგი მოხარეთ და დაეყრდენით წინა მხრებს,

იყურეთ წინ. ტერფები დაჭიმეთ. ესაა „სფინქსი“. ამის შემდეგ ფრთხილად გადაიჭიმეთ უკან

ჭერის დასანახად, ეს, უკვე „კობრაა“.

8.ჩანასახი

ეს ვარჯიში მიაყოლეთ წინა ვარჯიშს. ეფექტურია მუხლების ტკივილისას და აუმჯებესებს

საჭმლის მომნელებელ სისტემას. ხელი მოკიდეთ მუხლებს, დაეშვით ტერფებზე, გაჭიმეთ

მუხლები წინ. ასე გაჩერდით რამდენიმე წამი. გაიმეორეთ 10-12-ჯერ. ბოლოს დაჯექით

გამართულად.

9.ბრუნვა

ეს ვარჯიში ემსახურება ზურგის კუნთების გამაგრებას. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა, თავი

მიაბრუნეთ გვერდით, ტანის საწინააღმდეგოდ. ფეხს დაეყრდენით იდაყვით. ეს გაზრდის

ვარჯიშის ეფექტურობას.

10. გადახრები

ეს ვარჯიში ჭიმავს მყესებს და აძლიერებს წელს. დადექით ფეხზე, ხელები გაშალეთ

გვერდზე, ფეხები კი-მხრების ორმაგ სიგანეზე. არ შეცვალოთ ხელების მდგომარეობა,

გადაიხარეთ მარჯვნივ. გააკეთეთ სუნთქვის 2 ციკლი. შეეხეთ მარცხენა ფეხის კოჭს, შემდეგ

გასწორდით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ საპირისპირო მხარესაც. თითო მხარეს გააკეთეთ 5-6-

ჯერ. ვარჯიშის ბოლოს გადაიწიეთ უკანა მხარეს.

ამ ვარჯიშების შესრულება არ დაგეზაროთ, რადგან ჯანმრთელი ხერხემალი ჯანმრთელი

სხეულია.

თუ ვარჯიშებმა არ გიშველათ და ტკივილებმა ისევ შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ

ექიმს, ეს სტატია კი გაუზიართ მეგობრებს!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
მთავარი შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წელს და კისერს გატკივებთ!
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!