კაკლის უღელი ეფეტური საშულებაა მრავალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ისეთების, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, რადიკულიტი, სახსრების ტკივილი, კუჭის აშლილობა, ყაბზობა, დაქვეითებული მეხსიერება, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვული აშლილობა, საშვილოსნოს ფიბრომა და მასტოპათია.
ნაყენის მომზადება მარტივად შეგიძლიათ: 2 ს/კ კაკლის უღელი მუქი ფერის ჭურჭელში გადაიტანეთ (0.5 ლ), დაასხით არაყი ისე, რომ უღელი მთლიანად დაიფაროს. ამ მდგომარეობაში 2 კვირით გააჩერეთ.
5-6 წვეთი კაკლის უღლის ნაყენი წყალში გახსენით და მიიღეთ ყოველდღიურად. ნელ-ნელა წვეთების რაოდენობა გაზარდეთ. მკურნალობის კუსი, როგორც წესი, 3-12 კვირა გრძელდება.
უძილობის და ნერვული შემოტევების შემთხვევაში წყალში გაზავებული ხსნარის 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
სახსრების ტკივილის და რადიკულიტის დროს უმჯობესია თუ ნაყენს გარეგნულად გამოიყენებთ და მას მტკივან ადგილზე შეიზელთ.
კვლევებმა დაადგინა, რომ კაკლის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მისი უღელი, ფოთლები და ნაჭუჭიც კი სამკურნალო თვისებებს ფლობენ.
გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.
დაეხმარეთ საიტს, რომ განაგრძოს არსებობა – გააზიარეთ ეს სტატია. თითოეული გაზიარება საიტის არსებობის გაგრძელების ტოლფასია.