სახსრების პრობლემას დღეს დღეისობით, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა უჩივის, ეს კი პირდაპირ პროპორციული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის არასწორი მუშაობასთან. Statiebi.com – ის რედაქციის დახმარებით თქვენ სამუდამოდ გათავისუფლდებით ამ პრობლემისგან! ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მეtად მარტივ და ძალიან ეფექტურ რეცეპტებს:
რეცეპტი 1 – თუ სახსრების პრობლემა გაწუხებთ, ერთ შუშა იოდში ჩააგდეთ ორი აბი ანალგინი. მეორე დილით ნაყენი უკვე გამჭირვალე იქნება და ამის შემდეგ უკვე გამზადებული ნარევი შეიზილეთ იმ ადგილებში სადაც გაწუხებთ სახსრები.
რეცეპტი 2 – რევმატიზმის პრობლემის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ეს რეცეპტი: ნახევარი ჩაის ჭიქა არაყში შეურიეთ ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი და ასევე დაუმატეთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი და ერთი სუფრის კოვზი მარილი. ყველა აღნიშნული პროდუქტი აურიეთ ერთმანეთში კარგად და მიღებული ნარევით დაიმასაჟეთ, დაიზილეთ, მტკივნეული ადგილები.
რეცეპტი 3 – აიღეთ შავი ბოლოკი და კარგად გახეხეთ სახეხზე. გახეხილი მასა გადაიტანეთ ტiლოს ნაჭერზე და დაიდეთ პრობლემატურ ადგილზე, რის შემდეგაც გადაიხვიეთ თბილად. ამ სეანსის 10-ჯერ გაკეთების შემდეგ თქვენ საერთოდ გაგივლით აღნიშნული პრობლემა და მარტივად, უმტკივნეულო, შეძლებთ მოძრაობას.
რეცეპტი 4 – რევმატული პოლიართრიტის დროს მტკივნეული ადგილები უნდა დაისუსხოთ ჭინჭრით, ხოლო მეორე დღეს ეს ადგილები ნავთის მეშვეობით გაიწმინდოთ. ეს უებარი მეთოდია ტკივილის თავიდან ასაშორებლად.
რეცეპტი 5 – რევმატიზმითა და პოდაგრით შეწუხებულ ადამიანებს ურჩევთ ანწლიდან გამოხდილი არაყი (რა თქმა უნდა ზომიერ ფარგლებში), ასევე ძალიან კარგია აღნიშნული პრობლემის დროს თუ მიიღებს პაციენტი დღეში 100გრ ნიგოზს.
რეცეპტი 6 – რადიკულიტის, მარილების დაგროვების, რევმატიზმის, სახსრების ანთების დროს უებარი საშუალებაა ადამის ფესვის სპირტიანი ნაყენი. აიღეთ 100გრ ადამის ფესვი და გახეხეთ კარგად, აღნიშნულ პროდუქტს დაასხით 250გრ არაყი (უმჯობესია სპირტი) და გააჩერეთ ერთი დღე. დროის გასვლის შემდეგ ნაყენი მზად არის გამოსაყენებლად. ნაყენის წასმისას თქვენ იგრძნობთ წვას, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს გვერდითი ეფექტია. ნაყენი აუცილებლად უნდა შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას. გამოყენების შემდეგ მისი შედეგით ნამდვილად გაოცდებით.
რეცეპტი 7 – სახსრის შეშუპებისა და ტკივილის დროს თქვენ დაგეხმარებათ ეს კომპრესი. აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი და ამოავლეთ თბილ წყალში, რომლის შემდეგაც წაუსვით მას თაფლი და დაიდეთ მტკივნეულ, პრობლემურ, ადგილას, არ დაგავიწყდეთ მისი თბილად შეხვევა. ეს პროცედურა რეკომენდირებულია 15-ჯერ რის ჩატარების შემდეგაც შეშუპება გაქრება და ტკივილიც გაივლის. კომპრესის დადება კარგია მთელი ღამის მანძილზე ხოლო მოხსნის შემდე პრობლემური ადგილი ისევ თბილად შეიხვიეთ.
რეცეპტი 8 – აიღეთ 100 მლ სპირტი, 50 გრ მდოგვის ფხვნილი და 50 მლ ქაფური, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამის შემდეგ აიღეთ ცალკე 2 კვერცხის ცილა, ათქვიფეთ და დაუმატეთ უკვე მიღებულ ნარევს, ამის შემდეგ კიდევ კარგად აურიეთ ერთმანეთში. მეორე დილით კი შეგიძლიათ ნარევი დღეში ორჯერ შეიზილოთ მტკივნეულ ადგილებში.
რეცეპტი 9 – ოსტეოქონდროზის დროს შეუდარებელი საშუალება გახლავთ – გახეხეთ ნახევარი ნაჭერი სარეცხი საპონი და თანაბრად გაანაწილეთ ის კომბოსტოს ფურცელზე ამის შემდეგ კი დაიდეთ პრობლემურ ადგილას და თბილად შეიხვიეთ. საფენი სასურველია დაიტოვოთ მთელი ღამის მანძილზე.
რეცეპტი 10 – აიღეთ 0,5ლ არაყი და დაუმატეთ 4ც წვრილად დაკეპილი ცხარე წითელი წიწაკა, აღნიშნული ნარევი გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში გრილ ადგილას. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ 300 მლ მზესუმზირის ზეთი. რომლის შემდეგაც კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ნარევით კარგად დაიმასაჟეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს.
რეცეპტი 11 – სახსრებისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა თევზის ქონი. თუ თქვენ მას 3 თვის განმავლობაში მიიღებთ ართრიტისა და ართროზის ტკივილებისგან თავს გაითავისუფლებთ, შესაძლოა საბოლოოდ არ გაქრე ტკივილი, მაგრამ შვებას ნამდვილად საგრძნობს მოგცემთ. თევზის ქონის მიღება შეგიძლიათ, როგორც ნატურალური სახით ასევე კაფსულების სახითაც, ერთი კაფსულა რეკომენდირებულია დღეში ორჯერ.
სტატის გაზიარება არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!