ადამიანები, რომლებიც გასაოცარი სულის სიმტკიცითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ 21-ე საუკუნეში ეს ტიბეტელი ბერებია.
როგორც ცნობილია, ტიბეტელი ბერები საკუთარი სხეულის ფლობასა და სიმტკიცეს დიდ ყურადღებას აქცევენ, რაც გამოხატულია ხანგრძლივ მედიტაციასა და სპეციალურ ვარჯიშებში. მათი ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთ საიდუმლოს ასევე სწორი კვება წარმოადგენს, იმისდა მიუხედავად, რომ მათი სამზარეულოს მრავალფეროვნება საკმაოდ მცირეა, ისინი ახერხებენ სწორად და ჯანსაღად იკვებონ. ქერის ბურღული – ეს ის პროდუქტია, რომელიც მათი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ქერი ეს ის მარცლოვანი კულტურა არის, რომელიც მისი თვისებებიდან გამომდინარე კარგ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. აღნიშნული პროდუქტი გაჯერებულია იმ მნიშვნელოვანი ნივთიერებით, რომელიც ორგანიზმის სწორ და კარგ ფუნქციონირებასა თუ განვითარებას უწყობს ხელს.
ტიბეტელი ბერების თქმით სწორედ ქერი არის ის პროდუქტი, რომელიც მათ ორგანიზმს მატებს საჭირო და აუცილებელ ნივთიერებებს, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად მათ სხეულს უფრო მსუბუქს და ენერგიულს ხდის. ქერი ასევე კარგია ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
ქერის ფაფის მომზადების რეცეპტი ტიბეტელი ბერებისგან
1. ერთი ჩაის ჭიქა ქერის მარცვლები მოვათავსოთ თუჯის ტაფაში და მოვხალოთ სანამ მარცვლები არ მიიღებს მოოქროსფრო შეფერილობას.
2. ქერის მოხალვის პარალელურად აიღეთ ორი ჩაის ჭიქა წყალი და აადუღეთ, მოხალული მარცვლები გადაიტანეთ ღრმა კერამიკის ჭურჭელში და დაასხით ადუღებული წყალი.
3. გემოვნებისამებრ მარცვლებს დაუმატეთ მარილი და მჭიდროდ შეფუთეთ ნაჭერში, რამდენიმე წუთით სანამ მარცვლები კარგად არ გაფუვდება.
4. გახსნის შემდე შეგიძლიათ მასას სურვილისამებრ დაამატოთ კარაქი ან ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელ მიირთვათ, საუზმე, რომელიც უამრავი ჯანსაღი მინერალებით არის მდიდარი.
ქერის ფაფის მომზადება და მიღება სასურველი და რეკომენდირებულია ყოველ დილით საუზმეზე, რათა თქვენი ორგანიზმი უფრო ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე გახდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!