რჩევები ვენების ვარიკოზული გაფართოვების თავიდან ასაცილებლად.

ვენებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ვარიკოზული ვენების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, დღეში რმდენიმე წამით ფეხების ზემოთ აწევა.

ვარიკოზული ვენები, იგივე გაფართოვებული ვენებია, რომლებსაც წითელი ფერი ახასიათებს. ისინი სხეულის ქვედა ნაწილში ჩნდება სისხლის მიმოქცევის პრობლემის გამო. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ამ პრობლემის თავიდან აცილების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ეს პრობლემა ვითარდება იმ მიზეზით,  რომ გულს სისხლი ნორმალურად ვერ მიეწოდება, ქსოვილებში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, ან ვენების სარქველი, რომელიც სისხლის კარგ მიმოქცევას უზრუნველყოფს, დროთა განმავლობაში სუსტდება.

ვარიკოზი ესთეტიკურ პრობლემად მოიაზრება, რადგან იისფერი, ან წიტელი ფერის ვენები კანზე მკვეთრადაა გამოხატული. ასევე, აქვთ სიმძიმის და ტკივილის განცდა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები, რაც ახლავს ცუდ სისხლის მიმოქცევას.

არსებობს ოგიერტი კარგი რჩევა, რომელიც ვარიკოზული ვენების გაჩენის რისკს ამცირებს. უკეთესია, პრაქტიკა ადრეული ასაკიდან დაიწყოთ.

1.წონის კონტროლი

ვარიკოზულ ვენებს ჭარბი წონა იწვევს,  რომელიც სისხლის  მიმოქცევას ხელს უშლის., შედეგად კი ვლინდება კაპილარების ანთებითი რეაქცია.

რჩევები:

. აუცილებლად აკონტროლეთ კვების რაციონიდა მასში შემავალი ცხიმები და კალორიები.

. დიეტა უნდა შედგებოდეს ბოსტნეულის, ხილის და მარცვლეულისგან.

. რეგულარულად, დღეში ნახევარი საათი შეასრულეთ ვარჯიშები.

. თუ თქვენი წონა ნჯორმას საკმაოდ აჭარბებს, მიმართეთ ექიმს.

2. იარეთ კომფორტული ფეხსაცმლით

სისხლის მიმოქცევის პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეარჩიეთ დაბალქუსლიანინ ფეხსაცმელი. მაღალი ქუსლი სარქველებს ასუსტებს, იწვევს მათ სტანგაციას და ანთებით პროცესს აყალიბებს.

რჩევა:

. ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს.

. შეარჩიეთ ისეთი  ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე კომპორტულად გექნებათ და მათ ვენტილაციას ხელს არ შეუშლის.

3. მიიღეთ ბევრი წყალი

ისინი, ვინც ნაკლები რაოდენობით წყალს იღებენ, ხშირად აქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულინ პრობლემები. სასურველია დღეში მიიღოთბ 2 ლიტრამდე წყალი.

წყალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის სისხლს უნარჩუნებს თხევდ მდგომარეობას და უზრუნველყობს სხეულის ნებისმიერ ნაწილში მის მიწოდებას.

. დღეში დალიეთ 6 -8 ჭიქამდე წყალი.

. შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ ლიმონის წვენი, ან რაიმე ნატურალური ხილის ნაყენი.

4. არ ჩაიცვათ ძალიან მჭიდრო ტანწსაცმელი

რჩევა:

. ქამრები, ჯინსები და ტანსაცმლის სხვა ნივთები, რომლებიც იწვევს ფეხების მოჭერვას, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, დროთა განმავლობაში კი ესთეტიკური პრობლემის გამომწვევიცაა.

რჩევა:

. ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგანაა შე4კერილი.

. ტანსაცმლის შეძენისას შეარჩიეთ სწორი ზომა.

5. აწიეთ ფეხები ზემოთ

ფეხების ზემოთ აწევით თქვენ გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და ვარიკოზულ ვენებს თავიდან აიცილებთ. ეს მარტყივი ვარჯიში სისხლს დააბრუნებს სხეულის ზედა ორგანოებში და ფეხების მოდუნებაშიც დაგეხმარებათ.

რჩევა:

. აწიეთ ფეხები ზემოთ 2 ან 3 წუთი.

2. შეასრულეთ ეს ვარჯიში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.

. თუ ერთ მდგომარეობაში დიდხანს იმყოფებით, ეცადეთ ფეხები ზემოთ აწიოთ.

6. მოერიდეთ ჭარბი მარილის მიღებას.

მარილი სამზარეულოს ძირითადი პროდუქტია და ამიტომ მისი რაციონიდან ამოღება შეუძლებელია.

მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მისი დიდინ რაოდენობით მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემას.

ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხეს აკავებს, ეს კი შეშუპებას და ანთებას იწვევს, ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რაც შედეგია ვარიკოზული ვენების და ცელულიტის გაჩენის .

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
რჩევები ვენების ვარიკოზული გაფართოვების თავიდან ასაცილებლად.
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!