7 დღე და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. კიბოს საწინააღმდეგო ცოცხალი ფერმენტები, რომელთა შეძენაც ჩალის ფასად შეგიძლიათ

ბევრი ადამიანის აზრით, ჯანსაღი კვება ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს ასე არ არის! დედამიწაზე არსებული ყველაზე სასარგებლო საკვები ბევრად იაფი და ხელმისაწვდომია.

მცენარის ახლადაღმოცენებული ღივი სასწაულებს ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მისი გამოყენებით, შესაძლებელია მრავალი დაავადებისგან განკურნება და ორგანიზმის ტონუსში მოყვანა, მათ შორის, წონის დაკლება და სხეულის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.

გაღივებული მარცვლეულის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ცნობილია. უწინ, გაღივებული მცენარის მარცვლისგან დამზადებული კერძებით გამორჩეულ ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ, მათ შორი: იმპერატორებს, ორაკულებს, ფილოსოფოსებს, გმირებს, ას წელს გადაცილებულ მოხუცებს, იოგებს და ასტროლოგებსაც კი.

ხორბლის, სელის, ქერის, იონჯის, მდოგვის, გოგრის, მზესუმზირის, ჯიჯლაყას და მრავალი სხვა მარცვლოვანი კულტურის ღივი განსაკუთრებით მაღალი ბიოენერგიის მატარებელია. აი, ისეთის, რომელიც ღივს მარცვლის ზედაპირის გახეთქვაში და მზის მიმართულებით ამოსვლაში ეხმარება. ამგვარი ენერგიები ორგანიზმს აქტიურიბის მაღალ ფაზაში გადასვლაში ეხმარებიან. მცენარეს, რომლის მარცვალიც მსგავსი სახის ბიოენერგიის მატარებელია, „ცოცხალ საკვებს“ ან „ახალგაზრდობის ელექსირს“ უწოდებენ.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო საკვები

ძველ ხალხურ მედიცინაში დაგროვილი ცოდნის გარკვეულმა ნაწილმა დღემდე მოაღწია და მის სარგებლიანობაზე თანამედროვე მედიცინის მრავალი წამყვანი სპეციალისტი ერთხმად თანხმდება. ერთ-ერთი ასეთია მარცვლის ღივის საკვებ საშუალებად მიღება: ჩვენი ძირძველი წინაპრები ინტუიციით ხვდებოდნენ მის მნიშვნელობას, დღეს კი, დანამდვილებით ვიცით, რომ მარცვლის ღივი ყველაზე სასარგებლო საკვები საშუალებაა ჯანმრთელობისათვის!

  • ვიტამინების ბომბი

გაღივებული მარცვალი შეიცავს ვიტამინების, მინერალების და აუცილებელი ამინო მჟავების დიდ რაოდენობას. უფრო მეტიც, მთელი ეს სიმდიდრე ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივი სახით მიეწოდება, განსხვავებით სააფთიაქო მედიკამენტებისა.

  • ახალგაზრდობის წყარო

მარცვლის ღივი ახალგაზრდობის გახანგრძლივებასა და მის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც ღივში დიდი რაოდენობით შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ისინი ადამიანს ახალგაზრდას არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, ორგანოების გაჯანსაღების გზითა და სრული ფუნქციონირებით ხდიან.

  • მყარი იმუნიტეტი

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ღივის შემადგენლობაში შედიან, აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას. გაღივებული მარცვლის მიღება, როგორც ცნობილია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და კიბოს უჯრედების ფორმირებას უშლის ხელს.

  • ნერვული სისტემა

მსგავსი სახის საკვები საშუალება ემოციური ფონის რეგულირებას უწყობს ხელს. უმჯობესდება დეპრესიული და ადვილად გაღიზიანებადი მდგომარეობა, ხდება ხასიათის ნორმალიზება, ხოლო ადამიანი, ნელ-ნელა, სტრესის მიმართ შედარებით ამტანი ხდება.

  • პოტენცია და ინტიმური ჯანმრთელობა

მამაკაცებში, გაღივებული მარცვლეულის მიღება პოტენციის ამაღლებას, ხოლო ქალებში – მენსტრუალური ციკლის და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას უწყობს ხელს. ისეთი დაავადებები, როგორიცაა მასტოპათია, უკვალოდ უჩინარდებიან!

  • ძლიერი სისხლძარღვები

ცოცხალი საკვების რაციონში შეტანა სისხლის წნევას ნორმაში აყენებს, ამცირებს ამინდზე დამყარებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ხსნის ნეიროცირკულარულ დისტონიას (სისხლძარღვების ტონუსის მოშლა).

  • გაუმჯობესებული მხედველობა

ყველაზე მწვავე მიოპიის დროსაც კი (ახლომხედველობა), მარცვლის ღივში შემავალი ნივთიერებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მხედველობას და ხშირ შემთხვევაში, სათვალის მოხსნის მიზეზიც ხდებიან.

  • სილამაზე

მუდამ ახალგაზრდა და დახვეწილი ლივ ტაილერი და ჯეინ ფონდა აცხადებენ, რომ მათი საკვები რაციონის განუყრელი კომპონენტი ყოველთვის მარცვლის ღივიდან ამოსული მცენარის ფოთლები იყო. მრავალი ტოპ მოდელი მიჰყვა მათ მაგალითს და რამდენადაც მათ სამსახურს ეს მუდამ სჭირდება, მათ შეძლეს, ჰქონოდათ – კარგი ჯანმრთელობა, ფიფქიას ღიმილი, ელასტიური კანი, ბზინვარე თმა და მყარი იმუნური სისტემა – ეს ყველაფერი მარტივად შესაძლებელი ჯანსაღი კვების წყალობით.

  • წონაში კლება

ეცადეთ, საუზმედ გაღივებული მარცვლები მიიღოთ. ისინი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით მოამარაგებენ, მისცემენ ენერგიის წყაროს და მთელი დღის განმავლობაში ჭამის სურვილიც გაცილებით ნაკლები გექნებათ.

  • სიცოცხლე და სიძლიერე

როდესაც ადამიანი ნაყრდება, თავს კარგად გრძნობს. ყველა, ვინც რეგულარულად მიირთმევს გაღივებულ მარცვლეულს, აცხადებს, რომ ენერგიის განსაკუთრებულ მოზღვავებას გრძნობენ. ამრიგად, გასაკვირი აღარაა, რომ ეს საშუალება ყველაზე „სპორტული საკვებია“.

გაღივებული მარცვლის საკვებ რაციონში შეტანა იაფია. ერთი კგ მშრალი თესლისგან 2 კგ მზა საკვების მიღებაა შესაძლებელი (მისი წყალთან ერთად მომზადების შედეგად). ფორთოხლის, ან ბანანის ყიდვისას, თანხის ნახევარს ქერქსა და კურკებში ვიხდით, რომელიც ბოლოს ნაგვის ურნაში იყრება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 300 გრ მარცვალი ნოყიერი ულუფაა, ხოლო 300 გრ ბანანი – „კუჭის მოსატყუებელი“ დოზა.

უმჯობესია, თუ გაღივებულ მარცვლეულს ცეცხლზე მომზადების გარეშე მიირთმევთ, მაგალითად, სალათებში, ან უბრალოდ, უმად მოიხმართ. ღივებს შეგიძლიათ, პური მიატანოთ, ან ფაფა, პირველ კერძზე. უმთავრესი ის არის, რომ მათი საკვებად მიღება ყოველდღე შეძლოთ. შედეგად, ჯანმრთელობა და მშვიდი ფსიქიკა იქნება გარანტირებული!

დღეს, საშინელი და ყოვლად შეასაბამო კვების რეჟიმის გამო, ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წლამდე ჩამოვიდა, ამრიგად, ის იდეა, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებთ, სასურველად და მიმზიდველად ჟღერს! მაგრამ, ეს ყველაფერი თქვენს განწყობასა და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, მათ შორის, შინაგან რწმენასა და კვების რეჟიმზე.

მე, პირადად გადავწყვიტე ამ რჩევების საკუთარ დღის რეჟიმში ჩართვა და დავიწყე ამ სუპერ ჯანმრთელი პროდუქტის საკვებად მიღება. თუ თქვენთვის, როგორც ეს ჩემთვისაა, ეს ინფორმაცია ღირებულია, გაუზიარეთ იქ მეგობრებსა და ახლობლებს. დე, ადამიანები ჩვენ ირგვლივ ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

loading...
დატოვეთ თქვენი კომენტარი:
7 დღე და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. კიბოს საწინააღმდეგო ცოცხალი ფერმენტები, რომელთა შეძენაც ჩალის ფასად შეგიძლიათ
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!